ბორელმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, ებრძოლოს ანტიდასავლურ რიტორიკას

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე, ჟოზეპ ბორელი და ოლივერ ვარჰეი
ირაკლი კობახიძე, ჟოზეპ ბორელი და ოლივერ ვარჰეი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
პრესკონფერენცია საქართველოს ახალი პრემიერის მონაწილეობით სხდომის შემდეგ შედგა
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელისგან სამი ძირითადი მითითება მიიღო.
ბორელმა ევროკავშირის პოზიცია ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გააჟღერა.
პირველი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მონაწილე იყოს ჩართული პროცესში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირის ცხრა პირობის შესრულებაზე მუშაობას. ბორელმა ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით გამოყო სამოქალაქო სექტორი.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში, აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა“,- განაცხადა ბორელმა.
მეორე გზავნილი საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებაში მდგომარეობს.
„ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს - მცირედით გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, ჩვენ ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში“, - განაცხადა ბორელმა.
ამასთან მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევით იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ.
„ასევე მოვუწოდებ მთავრობას, იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის და ინფორმაციით მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვნახოთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ბორელმა.
მესამე გზავნილი - თავისუფალი, კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლის ოქტომბერში.
„წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0