მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პეკინს ბევრი აქვს დასაკარგი: აშშ ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

© AP Photo / Andy Wong
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აშშ იმ ჩინური კომპანიებისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობს, რომლებიც, მათი აზრით, რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტის გახანგრძლივებაში ეხმარებიან, განუცხადეს CNBC-ს კონგრესის წევრებმა.
სენატორ ჯერალდ კონოლის თქმით, კანონმდებლებმა ასეთი გეგმების განხილვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასულ კვირაში ევროკავშირისგან მსგავსი გეგმების შეთავაზება მიიღეს.
„ჩინეთმა უნდა გაიგოს, რომ იგივე სახის სანქციები, რომლებიც რეალურად ვრცელდება რუსეთზე და გავლენას ახდენენ რუსეთის მწარმოებლობაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ცხოვრების ხარისხზე, ასევე შეიძლება გავრცელდეს ჩინეთზეც. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩინეთს უფრო მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე რუსეთს“, — განუცხადა მან CNBC-ს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
როგორც კონოლიმ აღნიშნა, სანქციები შესაძლოა „ძალიან მალე“ დაწესდეს, მიუხედავად აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთდამოკიდებულებისა. ამასთან მას იმედი აქვს, რომ ასეთი შეზღუდვების შემოღების საფრთხე „პეკინს აზრს გარკვეულწილად შეუცვლის“.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სანქციებს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ჩინეთის ეკოომიკისთვის, რომელიც „უკვე ისედაც ეცემა“. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ამ ნაბიჯმა თავად აშშ-იც დააზიანოს — ამ ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0