https://sputnik-georgia.com/20240219/deputati-saqartveloshi-cxovelta-evtanaziis-wesebi-ar-sheicvleba-286393883.html
დეპუტატი: საქართველოში ცხოველთა ევთანაზიის წესები არ შეიცვლება
დეპუტატი: საქართველოში ცხოველთა ევთანაზიის წესები არ შეიცვლება
Sputnik საქართველო
მოქმედი კანონმდებლობა ბევრად უფრო ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას მხოლოდ საეჭვო შემთხვევები ექვემდებარება, განაცხადა დეპუტატმა. 19.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-19T10:15+0400
2024-02-19T10:15+0400
2024-02-19T10:15+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
ცხოველთა დაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285761396_0:0:3066:1725_1920x0_80_0_0_09d65b91ea99ad0ce211d5fdcd115d26.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, ევთანაზიის ახალ რეგულაციას არ ითვალისწინებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.საქართველოს პარლამენტში შევიდა ახალი კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომელიც არეგულირებს კატებისა და ძაღლების მოვლა-პატრონობის წესებს - შენახვა სახლის პირობებში, გასეირნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაყვანა და ა.შ.მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონი ერთი წლის წინ იქნა მიღებული. ახალ კანონპროექტში აქცენტი არსებულ რეგულაციაზე კეთდება.არაუმეტეს სამი ძაღლის ან კატის - საქართველოში კანონმდებლობა მკაცრდება>>>ცხოველის ევთანაზია დღეს შესაძლებელია, თუ არსებობს ცოფით ინფიცირების ეჭვი, თუ აღმოჩენილია ადამიანისთვის ან ცხოველისთვის საშიში დაავადება, ან თუ დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ამ შემთხვევაში ცხოველის მონიტორინგი 45 დღის ან ექვსი თვის განმავლობაში მოხდება.როგორც ბითაძემ აღნიშნა, სოციალური ქსელების და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ევთანაზიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს შემოდის ახალი რეგულაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.სავალდებულო გახდება შინაური ცხოველების რეგისტრაცია, ყოველწლიურად ვეტერინართან შემოწმებაზე ვიზიტი, აცრების ჩატარება და სათანადო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285761396_335:0:3066:2048_1920x0_80_0_0_44f4e75743c2360abc6d0bf586b26915.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები, ცხოველთა დაცვა
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები, ცხოველთა დაცვა
დეპუტატი: საქართველოში ცხოველთა ევთანაზიის წესები არ შეიცვლება
მოქმედი კანონმდებლობა ბევრად უფრო ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას მხოლოდ საეჭვო შემთხვევები ექვემდებარება, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, ევთანაზიის ახალ რეგულაციას არ ითვალისწინებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტში შევიდა ახალი კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომელიც არეგულირებს კატებისა და ძაღლების მოვლა-პატრონობის წესებს - შენახვა სახლის პირობებში, გასეირნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაყვანა და ა.შ.
„ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, მათ შორის ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ საეჭვო შემთხვევები", - განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონი ერთი წლის წინ იქნა მიღებული. ახალ კანონპროექტში აქცენტი არსებულ რეგულაციაზე კეთდება.
ცხოველის ევთანაზია დღეს შესაძლებელია, თუ არსებობს ცოფით ინფიცირების ეჭვი, თუ აღმოჩენილია ადამიანისთვის ან ცხოველისთვის საშიში დაავადება, ან თუ დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ამ შემთხვევაში ცხოველის მონიტორინგი 45 დღის ან ექვსი თვის განმავლობაში მოხდება.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, სოციალური ქსელების და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ევთანაზიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს შემოდის ახალი რეგულაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სავალდებულო გახდება შინაური ცხოველების რეგისტრაცია, ყოველწლიურად ვეტერინართან შემოწმებაზე ვიზიტი, აცრების ჩატარება და სათანადო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.