https://sputnik-georgia.com/20240219/deputati-prezidenti-polarizacias-agrmavebs-286400480.html
დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავას ცდილობს
დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავას ცდილობს
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. 19.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-19T15:49+0400
2024-02-19T15:49+0400
2024-02-19T15:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440177_0:0:3100:1743_1920x0_80_0_0_d2d18de1b96dad236a35b1c8c1863936.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს შეუთავსებელი პოზიციის დემონსტრირებას და თავისი განცხადებებით ცდილობს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოცემა Euractiv–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლარიზაციის გადასალახავად აუცილებელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. დეპოლარიზაცია ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად ერთ–ერთი პირობაა.„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა.დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალების“ ლიდერობისკენ ისწრაფვის>>>„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.საპარლამენტო არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარლამენტში ადგილები პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება. ქვეყნის პარლამენტში მანდატების ორი მესამედის მისაღებად პარტიამ ხმების 65-70% უნდა მიიღოს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440177_0:0:2640:1980_1920x0_80_0_0_dd76ebdc5ad2a20cae809bb758b861fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავას ცდილობს
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს შეუთავსებელი პოზიციის დემონსტრირებას და თავისი განცხადებებით ცდილობს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოცემა Euractiv–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლარიზაციის გადასალახავად აუცილებელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. დეპოლარიზაცია ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად ერთ–ერთი პირობაა.
„ის დღითი დღე აშკარად ავლენს შეუთავსებელ პოზიციას. პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ იყოს უპარტიო. უბრალოდ, რა განსხვავებაა ზურაბიშვილის ამ განცხადებებსა და „ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი აქტივისტის განცხადებებს შორის? ეს შეგრძნება დაკარგულია. ყოველივე ამაზე ყურება ძნელია, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს არ იქნება მისი ბოლო განცხადება, როცა იგი პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარლამენტში ადგილები პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება. ქვეყნის პარლამენტში მანდატების ორი მესამედის მისაღებად პარტიამ ხმების 65-70% უნდა მიიღოს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.