https://sputnik-georgia.com/20240213/deputati-prezidenti-radikalebis-liderobisken-iswrapvis-286286085.html
დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალების“ ლიდერობისკენ ისწრაფვის
დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალების“ ლიდერობისკენ ისწრაფვის
Sputnik საქართველო
დავითულიანის თქმით, ოპოზიცია არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღებას ვერ შეძლებს. 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T12:22+0400
2024-02-13T12:22+0400
2024-02-13T13:11+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_0:64:3298:1920_1920x0_80_0_0_bc28b84b7a6fb1c6db2e95cec7e12bdd.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისწრაფვის არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური გაერთიანების შექმნისკენ, არამედ „რადიკალური ოპოზიციის“ შტაბის ხელმძღვანელობისკენ, რომლის მიზანი იქნება არა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაცია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.6 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.და მეორე, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.„ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ „რადიკალური ოპოზიციის" შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა", - განაცხადა პოლიტიკოსმა.„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.არასამთავრობო ორგანიზაციები „რადიკალურ ოპოზიციას" უჭერენ მხარს – პაპუაშვილი>>>დავითულიანის თქმით, ოპოზიციაში იციან, რომ არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღებას ვერ შეძლებენ.„მათ ეს იციან და ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა დავითულიანმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_51:0:2611:1920_1920x0_80_0_0_9a0e5a362c08982aaaa6f52dca9f2186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალების“ ლიდერობისკენ ისწრაფვის
12:22 13.02.2024 (განახლებულია: 13:11 13.02.2024) დავითულიანის თქმით, ოპოზიცია არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღებას ვერ შეძლებს.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისწრაფვის არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური გაერთიანების შექმნისკენ, არამედ „რადიკალური ოპოზიციის“ შტაბის ხელმძღვანელობისკენ, რომლის მიზანი იქნება არა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაცია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
6 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„სალომე ზურაბიშვილის მიზანი არ არის, რაიმე ერთობა შექმნას ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად. მას, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს, ჰქონდა ამის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემაც და ოპოზიციის ბევრმა წარმომადგენელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეფერხებინათ და ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ძალისხმევით მათ ამას ვერ მიაღწიეს", - განაცხადა დავითულიანმა.
და მეორე, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
„ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ „რადიკალური ოპოზიციის" შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
დავითულიანის თქმით, ოპოზიციაში იციან, რომ არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღებას ვერ შეძლებენ.
„მათ ეს იციან და ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა დავითულიანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.