ქართველმა მძღოლებმა ახალი რეკორდი მოხსნეს - ჯარიმების რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებს

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
ქვეყანაში საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების როადენობამ 4,6 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის, დარღვევის სახეობიდან გამომდინარე, 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ.
ყველაზე გავრცელებული დარღვევები საქართველოს გზებზე:
1.
სიჩქარის გადაჭარბება – ყველაზე გავრცელებული დარღვევაა საქართველოს გზებზე. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 1,3 მლნ ჯარიმა. ჯარიმის ოდენობაა 10 ლარი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარი.
2.
პარკირების წესების იგნორირება – მეორე ადგილზეა პარკირების წესების დარღვევა, ასევე იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია", „პარკირება აკრძალულია". 2023 წელს ამ დარღვევისთვის გამოიწერა 996 ათასი ჯარიმა. ჯარიმის ოდენობაა 50 ლარი.
3.
ავტომობილის დაუდევარი მართვა – მძღოლები უყურადღებოდ ტოვებენ საგზაო ნიშნებს. აქვეა ბუქსირება, ციმციმების, სიგნალის გამოყენება, გადაადგილების წესების დარღვევა სწავლისა და დასახლებულ ზონაში და სხვ. სულ ასეთი 630,8 დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმის ოდენობაა 20 ლარი.
4.
ტექდათვალიერების არქონა – მეოთხე ადგილზეა. „ავტომანქანის სხვისთვის გადაცემა“ ან „ისეთი საავტომობილო საშუალების მართვა, რომელსაც აუცილებელი ტექდათვალიერება არ გაუვლია“ – საქართველოში ამ დარღვევებისთვის ექვს თვეში გამოიწერა 445,6 ჯარიმა. ჯარიმის ოდენობაა 50 ლარი.
5.
საუბარი საჭესთან – მეხუთე ადგილზეა ტელეფონზე საუბარი საჭესთან. ქვეყანაში 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდის ჩათვლით სულ 142,6 ასეთი ჯარიმა დაფიქსირდა. ჯარიმა 30 ლარია.
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში 2023 წელს საქართველოში 189,2 მლნ ლარის ოდენობის 3,2 მლნ ვიდეოჯარიმა გამოიწერა. აქედან მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 99 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
ამავდროულად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 395,3 მძღოლმა დაკარგა. ქულები სრულად ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 242 მძღოლს.
ყველა ახალი ამბავი
0