დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 თებერვალი

© unsplash/Javier Allegue Barrosგზასაყარი
გზასაყარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 18 თებერვალია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
იმხიარულეთ და გაერთეთ, იფიქრეთ სიყვარულზე, დაპატიჟეთ თქვენთვის სიმპათიური ადამიანი პაემანზე. ეკონტაქტეთ განსხვავებულ ადამიანებს.
საღამო საშიში პერიოდია იმ თვალსაზრისით, რომ დიდია შეცდომების დაშვების რისკი. დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რათა ურთიერთობები არ დააზიანოთ.
ვერძი: ზღაპრული დღე გელოდებათ, გაგიმართლებთ და ჯადოსნური რაღაცები მოხდება თქვენ ცხოვრებაში. ასევე გაიგებთ ძალიან სასიხარულო ახალ ამბებს, რაც ბევრ რამეს შეცვლის. საკითხებს სხვა კუთხით შეხედავთ, ამიტომ ეძებეთ არაფორმალური ვარიანტები. საოცარი ემოციების დღეა, ასე რომ, დატკბით.
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2020
რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
კურო: დღეს ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია გელოდებათ, ამიტომ უნდა მოისმინოთ ყველაფერი და რაც მთავარია, ნათქვამი გაიაზროთ და გაარჩიოთ, რომელია მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რომელი – არა. კარგი იქნება კოლეგებთან შეხვედრა და მათთან ერთად დროის მხიარულად გატარება – ეს თქვენს ურთიერთობებს განამტკიცებს.
ტყუპი: დღეს მჭევრმეტყველების ნიჭი უნდა აჩვენოთ და წინ წაწიოთ თქვენი იდეები – აუცილებლად გამოჩნდებიან თანამოაზრეები. არ მოახვიოთ მათ თავზე თქვენი მოსაზრებები – ეს შეიძლება სკანდალით დასრულდეს. შეგიძლიათ წვეულების მოწყობა ან ხანმოკლე მოგზაურობა – ეს დიდ და საჭირო ემოციებს მოგიტანთ.
კირჩხიბი: არ ღირს თქვენი ემოციების არავისთვის გაზიარება – არც ახლობლებისთვის. შეიძლება გაგაკრიტიკონ და ამის გამო თქვენი თვითშეფასება დაზარალდეს. სხვებს მოუსმინეთ და თქვენ ნაკლები ილაპარაკეთ. მიღებული ინფორმაციები გადაამოწმეთ. მოერგეთ გარემოებებს – ასე უამრავ პრობლემას აიცილებთ.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2019
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები
ლომი: თითოეული სიტყვა უნდა გააკონტროლოთ – ადვილია თანამოსაუბრის წყენინება და ურთიერთობების გაფუჭება. ახლა შეგიძლიათ სხვის შეცდომებზე სწავლა, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს და მათი გამოცდილება გაითვალისწინეთ. სასიყვარულო სფეროში არ იჩქაროთ – ასე შეიძლება პარტნიორი დააფრთხოთ.
ქალწული: ბევრი ხაფანგი გელოდებათ გზაზე და მათთვის გვერდის ავლა ყველაზე სხარტ ქალწულებს გამოუვათ. გამოიყენეთ თქვენი გონებაცა და ინტუიციაც – ასე პრობლემებს აირიდებთ თავიდან. სიტყვაზე არავის ენდოთ – ვიღაცამ შეიძლება თქვენი მოტყუება გადაწყვიტოს. ასე რომ, გაარჩიეთ სიმართლე სიცრუისგან.
სასწორი: დღეს შეშლილ და ძალზე საინტერესო სიახლეებს გაიგებთ, მაგრამ ზოგან მახეა დაგებული – ყველა ინფორმაცია სიმართლე არ არის, ამიტომ უნდა კრიტიკულად შეხედოთ ყველაფერს და გაიგოთ, ვის ან რას ენდოთ ან არ ენდოთ. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, განსაკუთრებით, თუ სადმე გაემგზავრებით.
მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2019
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღის მთავარი თემაა ურთიერთობები, ასე მალე იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც დაგეხმარებიან. ასე რომ, არ შეუშინდეთ საკუთარ პროექტებზე და ჩანაფიქრზე საუბარს. მაგრამ დღეს ახალი საქმის დაწყება არ ღირს. დიდი ალბათობით, საქმე ჩავარდება. გააკეთეთ ჩვეული საქმეები.
მშვილდოსანი: ეკონტაქტეთ ადამიანებს. უცნობების წყალობით ძალიან საინტერესო იდეები შეიძლება გაგიჩნდეთ. მაგრამ ყველასთან გულის გადაშლა არ ღირს – მათ მოუსმინოთ, საიდუმლო კი მხოლოდ ერთგულ და სანდო ახლობლებს გაანდეთ. საღამოს განმარტოებით დასვენება აჯობებს.
თხის რქა: ურთიერთობები – ეს თქვენი მოწყენილობის წამალია დღეს. ასე რომ, ილაპარაკეთ და სხვებსაც მოუსმინეთ – შეიძლება ძალიან საინტერესო სიახლეები გაიგოთ. საღამოს ყურადღებით უნდა იყოთ – თქვენ ირგვლივ გაუგებრობები და ქაოსი იქნება. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოთ, ასე რომ, არ მოდუნდეთ.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2019
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მერწყული: კარგი შანსი გაქვთ, რომ წინ წაიწიოთ იმ საკითხებში, რომლებიც დიდი ხანია, გაინტერესებთ. ბევრ კითხვაზე გასცემთ პასუხს, ამიტომ მოუსმინეთ თანამოსაუბრეებს ყურადღებით. თუ მსუბუქი რომანი გაქვთ, ასტროლოგების რჩევაა, ის უფრო სერიოზულ საფეხურზე გადაიყვანოთ. საღამოს დაისვენეთ.
თევზები: თუ პირველივე ჯერზე რამე არ გამოგივიდათ, არ გაჩერდეთ და კიდევ სცადეთ. ამის გამო სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით. ურთიერთობები წარმატებულ ადამიანებთან გქონდეთ, მათთან, ვისაც რამის სწავლა შეუძლია თქვენთვის. წარსულზე ფიქრებს ჯობია, მომავალზე იფიქროთ. იოცნებეთ და გეგმები დააწყვეთ.
ყველა ახალი ამბავი
0