ქართული კინოს პოპულარიზაცია ბერლინის კინოფესტივალზე – საქართველოს სტენდი

© Courtesy of GNFC - Georgian National Film Centerქართული სტენდი ევროპულ კინობაზრობაზე
ქართული სტენდი ევროპულ კინობაზრობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ქართული დელეგაცია ბერლინის 74–ე კინოფესტივალის ფარგლებში აქტიურად მართავს შეხვედრებს, რაც მიზნად ისახავს ქართული კინოს პოპულარიზაციასა და კონტაქტების დამყარებას დარგის წამყვან წარმომადგენლებთან, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ბერლინში 15–25 თებერვალს 74–ე საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ორგანიზებულია ევროპული კინობაზრობა (EFM), სადაც წარმოდგენილია საქართველოს სტენდი.
საქართველოს სტენდი ბაზრობაზე წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას, აღნიშნეს კინოცენტრში.
ქართული კინოს სათანადოდ წარსადგენად და წარმოსაჩენად დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც ეცნობიან სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს და სახავენ გეგმებს როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით.
კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ იტალიელი მაყურებელი იხილავს>>
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირება. ამასთან დაკავშირებით სამთავრობო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად საქართველოს სტენდზე მუშაობენ.
გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში ქართველი მსახიობი სალომე დემურია, რომელმაც რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შეასრულა როლი, 19 თებერვალს დაჯილდოვდება, როგორც ევროპული კინოს საერთაშორისო ორგანიზაცია European Film Promotion–ის კონკურს „ამომავალი ვარსკვლავის“ ათიდან ერთ–ერთი გამარჯვებული.
ყველა ახალი ამბავი
0