რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი

CC BY 2.0 / Stéphane Moussie / Oscar Wilde statue in Merrion Square park, Dublinოსკარ უაილდის ძეგლი დუბლინის Merrion Square park-ში
ოსკარ უაილდის ძეგლი დუბლინის Merrion Square park-ში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
როდის იმარჯვებს ქალი, რა არის გათხოვილი ქალის სიყვარული და ვისთან შეიძლება იყოს ბედნიერი მამაკაცი...
„ბრძნული გამონათქვამები“ წარმოგიდგენთ ოსკარ უაილდის მოსაზრებებს.
ოსკარ ფინგალ ო’ფლაერტი უილს უაილდი (Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde. 1854 –1900) — ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. არის პიესების, ესეების, მოთხრობების, ლექსებისა და პოემების, ზღაპრების ავტორი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“.
• იყავი ის, ვინც ხარ! სხვა როლები უკვე დაკავებულია!
• მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის შეუძლებელია. ვნება, მტრობა, გაღმერთება, სიყვარული – მაგრამ არა მეგობრობა.
• ჩვენ დროში ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან, მაგრამ არაფერს აფასებენ.
• თქვენი მისამართით იმდენი ცილისწამება მსმენია, რომ ეჭვი არ მეპარება – შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით!
დატკბით ცხოვრებით, დაიჭირეთ მომენტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან
• ადამიანები ყოველთვის ანგრევენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ.
• გათხოვილი ქალის სიყვარული დიდებული რამაა. ცოლიან მამაკაცებს ეს არც დასიზმრებიათ!
• სიბერის ტრაგედია ის კი არაა, რომ ადამიანი ბერდება, არამედ ის, რომ ის სულით ახალგაზრდა რჩება…
• კაცობრიობა ათობით ათასი წელია არსებობს, და ქალსა და მამაკაცს შორის ახალი არაფერი აღარ მოხდება.
• ყველა უთანაგრძნობს მეგობრებს უბედურებაში და მხოლოდ რამდენიმეს უხარია მათი წარმატებები.
• ქალი იმარჯვებს, როდესაც მოულოდნელად ნებდება.
• როცა თქვენზე ჭორაობენ, ეს ცუდია, მაგრამ უფრო ცუდია, როცა აღარ ჭორაობენ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
ქალი ქორწინებამდე პროვოკატორია, ქორწინების შემდეგ...
• ადამიანი სანახევროდ ისაა, ვინც არის და სანახევროდ ის, ვინც უნდა, რომ იყოს.
• აპატიეთ მტრებს – ეს საუკეთესო საშუალებაა მათი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
• მამაკაცს შეუძლია ბედნიერი იყოს ნებისმიერ ქალთან, გარდა იმისა, რომელიც უყვარს…
• არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც ასაკს არ მალავს. ის ყველაფერზეა წამსვლელი.
• ყოველ წმინდანს თავისი წარსული აქვს, ყოველ ცოდვილს – მომავალი.
• თუ გინდა ადამიანის გარყვნა, მისი ხელახლა აღზრდა დაიწყე.
• გულწრფელობა მცირე დოზებით საშიშია, დიდი დოზებით – სასიკვდილო.
• ცხოვრება ყველაზე იშვიათი რამაა ამ სამყაროში. ადამიანების უმრავლესობისთვის მხოლოდ არსებობაა ცნობილი.
• მამაკაცს ყოველთვის უნდა, რომ ქალის პირველი სიყვარული იყოს… ქალს უნდა, რომ ბოლო სიყვარული იყოს მამაკაცის ცხოვრებაში.
• ქალებს საოცარი ინტუიცია აქვთ. ისინი ყველაფერს ამჩნევენ, გარდა ცხადი რამეებისა.
გუსტავ ფლობერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2023
სიელმე ქალისა, ანუ რატომ ითხოვენ ვაშლისგან, რომ ის ფორთოხალი იყოს
• როდესაც ღმერთს ჩვენი დასჯა სურს, ის ჩვენს სანუკვარ ოცნებებს ასრულებს.
• ძალზე საშიშია შეხვდე ქალს, რომელსაც შენი მთლიანად ესმის. ეს, ჩვეულებრივ, ქორწინებით მთავრდება.
• ცოლიანი მამაკაცის ბედნიერება იმ ქალებზეა დამოკიდებული, რომლებზეც ის არ დაქორწინდა.
• მამაკაცი წარმატებული ვერ იქნება, თუ მას ქალი არ უჭერს მხარს. ხოლო ქალები საზოგადოებას მართავენ.
• პოეზიის სიცრუე ცხოვრების სიმართლეზე მართალია.
• ქალები თავდაცვისას ყოველთვის თავდასხმაზე გადადიან. თავდასხმა კი ხშირად მოულოდნელი და აუხსნელი დანებებით მთავრდება.
• ახალგაზრდობა რომ დაიბრუნო, მისი სიგიჟეები უნდა გაიმეორო.
• როცა ქალი მეორედ თხოვდება, ეს ნიშნავს, რომ მას სძულდა პირველი ქმარი. როცა მამაკაცი მეორედ ქორწინდება, ეს იმიტომ ხდება, რომ ის თავის პირველ ცოლს აღმერთებდა.
ბერნარ ვერბერი  - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
დიქტატურის „მოკეტე" და დემოკრატიის „ილაქლაქე"...
• ადამიანი ნაკლებად ბუნებრივია, როცა თავისი სახელით ლაპარაკობს. მიეცით მას ნიღაბი და ის სიმართლეს გეტყვით.
• არც ისე ახალგაზრდა ვარ, რომ ყველაფერი ვიცოდე.
• ტირილი უბრალო ქალების ნუგეშია, ხოლო ლამაზი ქალები საყიდლებზე მიდიან.
• იმას, რაც საჭიროა, რომ იცოდე, ვერავინ გასწავლის.
ყველა ახალი ამბავი
0