დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 თებერვალი

© photo: Sputnik / Ekaterina Lyzlova / გადასვლა მედიაბანკშიტალღები შავ ზღვაზე
ტალღები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 17 თებერვალია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღეს შევძლებთ ნებისმიერი პრობლემის გადალახვას, შინაგანი ბარიერების დამსხვრევას. ეს, რა თქმა უნდა, აისახება როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაზე. ცნობისმოყვარეობა და იუმორის გრძნობა ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო, რათა დიდი შეცდომა არ დავუშვათ.
არ ღირს ნეგატივზე „ჩაციკლვა“ - საჭიროა ბევრ უარყოფითში მიმალული პოზიტივის დანახვა და პრობლემებისადმი მარტივი დამოკიდებულება.
ვერძი: დღეს თქვენთვის ჯადოსნური სიტყვა იქნება „დიახ“ - ეს მრავალ შესაძლებლობასა და სიხარულს მოგიტანთ. ამასთან, დაბრკოლებები შეგხვდებათ, მაგრამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეს ვერ შეგაფერხებთ. კარგი იქნება, თუ ირგვლივ თანამოაზრეებს შემოიკრებთ - ისინი კარგ იდეებს მოგაწოდებენ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
კურო: დღეს კარგი იქნება, თუ სვლას შეანელებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცუდად დამთავრდება როგორც კარიერის, ისე მნიშვნელოვანი ურთიერთობების მხრივ. იარეთ ნელა და ირგვლივ ყველაფერს დააკვირდით. ბევრ საოცარ რამეს დაინახავთ და გაიგებთ. იცხოვრეთ აქ და ახლა
ტყუპი: ახალ-ახალი-მწვერვალების დასაპყრობად ხართ განწყობილი, მაგრამ ფრთხილად იყავით. ჯერ საკუთარი ძალები შეაფასეთ და მხოლოდ შემდეგ შეეჭიდეთ ამოცანებს. ნუ დაიწყებთ დაკეტილ კარზე კაკუნს - დიდი ალბათობით, არავინ გააღებს მას. ჯობია, სხვა, ალტერნატიული ვარიანტები ეძებოთ.
კირჩხიბი: სწორად უნდა შეაფასოთ როგორც საკუთარი ძალები, ისე გარემოებები. ყველაფრის სპეციალისტი ხომ არ ხართ? ამიტომ გააკეთეთ ის, რაც ნამდვილად შეგიძლიათ, ხოლო უცნობ საქმეებში დახმარება ითხოვეთ. ამისთვის, შესაძლოა, თანხის გადახდაც დაგჭირდეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის რაღაც მსხვერპლის გაღება ხანდახან საჭიროა. მაგრამ აზარტზე აყოლა არ ღირს - ძალიან ბევრი არ დაკარგოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: შეიძლება ახლო მომავლის გეგმების დაწყობა, შორეული მომავალი ჯერ ბურუსითაა მოცული. დიდი ალბათობაა იმისა, რომ საყვარელმა ადამიანმა ან რომელიმე მეგობარმა იმედი გაგიცრუოთ, რთულ ვითარებაში ზურგი გაქციოთ. მაგრამ არ ღირს განერვიულება - იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ გვერდით ყველაზე ერთგული ადამიანები რჩებიან.
ქალწული: წინ თამამად იარეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით არ ისარგებლოთ - ალტერნატიული გზებიც შეათვალიერეთ, სცადეთ. შესაძლოა, წარმატება უკვე გელოდებათ, მაგრამ თქვენ ამას ჯერ ვერ ხედავთ. ასტროლოგები გირჩევენ, გარემოებების შესაბამისად იმოქმედოთ, რადგან ბრძოლა ამ შემთხვევაში არ ღირს.
სასწორი: დღეს ბევრი სირთულე გელოდებათ, მაგრამ, ამავე დროს, თქვენ წინაშე არაერთი კარი გაიღება. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული თქვენ იქნებით. მთავარია წინსვლა - მიღწეულზე არ უნდა შეჩერდეთ. კარგი იქნება, თუ სვლებს წინასწარ გათვლით - მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა მიმართულებით მიდიხართ.
ქალი საყიდლებზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
იღბალი რომ მოვიზიდოთ: რომელ დღეს რა ვიყიდოთ
მორიელი: იყავით თავდაჯერებული - დღეს არავის უნდა შეეპაროს ეჭვი თქვენს ძალებში. როდესაც თქვენს სითამამესა და მხნეობას დაინახავენ, პრობლემები მალე დამთავრდება. არ შეუშინდეთ რთულ ამოცანებს - ყველაფერი გამოგივათ. წაგადგებათ ახლის სწავლა, უჩვეულო საქმის წამოწყება ან საინტერესო წიგნის წაკითხვა.
მშვილდოსანი: აბსოლუტურად ყველასთან უნდა ეძებოთ შეხების წერტილები. კარგია, რომ ენა გიჭრით და საუბარი სწრაფად და ადვილად გააბათ ნებისმიერთან. მოისმენთ მრავალ საინტერესო სიახლეს, რაც თქვენს მომავალზე იმოქმედებს. მთავარია, თავი შორს დაიჭიროთ მატყუარებისგან - ისინი თქვენ გარშემო მრავალად მოიყრიან თავს.
თხის რქა: დღეს სიამოვნებით გააკეთებთ რუტინულ საქმეებს და შეასრულებთ საყვარელ რიტუალებს. დატკბით სიწყნარითა და სიმშვიდით. შესაძლოა, მუშაობაც მოგიწიოთ - ამაზე ახლა თქვენი კარიერაა დამოკიდებული. წაგადგებათ ფიზიკური აქტიურობა - სხეულის გამტკიცება მნიშვნელოვან ურთიერთობების გამტკიცებაში დაგეხმარებათ.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
მერწყული: ღირს გარისკვა და საჭიროა ბევრი ფიქრი - სწორედ ეს მიგიყვანთ წარმატებასთან. გააქტიურდება თქვენი შინაგანი შემოქმედებითი ნატურა, რაც დაგეხმარებათ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. იყავით კომპანიის სული და გული - ასე შეძლებთ ურთიერთობების გამტკიცებას.
თევზები: არ ღირს თქვენი პრობლემების გულში ჩამარხვა - ისაუბრეთ ამაზე და ნახავთ, რომ დამხმარე ადამიანებს მალე იპოვით. გადალახეთ შინაგანი ბარიერები და გაეშურეთ მწვერვალების დასაპყრობად. იპოვეთ საერთო ენა ოჯახის წევრებთან, შეარჩიეთ კომპრომისული ვარიანტები. დღეს თქვენი ახლობლები გვერდში დაგიდგებიან.
ყველა ახალი ამბავი
0