https://sputnik-georgia.com/20231006/irbali-rom-movizidot-romel-dres-ra-viyidot-283037377.html
იღბალი რომ მოვიზიდოთ: რომელ დღეს რა ვიყიდოთ
იღბალი რომ მოვიზიდოთ: რომელ დღეს რა ვიყიდოთ
Sputnik საქართველო
ტანსაცმლის ყიდვა სიამოვნებაა, ამავე დროს საპასუხისმგებლო პროცესი, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T15:58+0400
2023-10-06T15:58+0400
2023-10-06T20:14+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23049/43/230494341_0:14:1500:858_1920x0_80_0_0_8d13314700e48c5b7e77edb1f088e0b0.jpg
ექსპერტები განმარტავენ, თუ კვირის რომელ დღეს რომელი სამოსის ყიდვა ჯობს, რათა იღბალი, ფული და სიყვარული მოვიზიდოთ.ორშაბათიორშაბათს მთვარე მართავს – ემოციების მფარველი პლანეტა. ასტროლოგების აზრით, ამ დღეს რეკომენდებულია გამოსასვლელი ტანსაცმლის შეძენა. არ ღირს ფულის დახარჯვა კოსტიუმებზე, შარვლებზე, საოფისე ტანსაცმელზე. მთვარის ცვალებადი „ხასიათის“ გამო ექსპერტები გვირჩევენ, მეტი ყურადღებით შევარჩიოთ ამ დღეს ნივთები, რათა ისინი მალე არ მოგვწყინდეს.ორშაბათს ნაყიდი ტანსაცმელი მოგვანიჭებს იღბალს, კარგ განწყობას, ებრძვის სტრესს, დაძაბულობას. ის ასევე გვეხმარება სიყვარულის მოზიდვაში, თავდაჯერებულობას გვმატებს პაემანზე.სამშაბათისამშაბათს წითელი პლანეტა მარსი მართავს. ის მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელია. სწორედ ამიტომ ბიოენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები მამაკაცის ტანსაცმლის ყიდვას გვირჩევენ.შოპინგი ქალებსაც შეუძლიათ, მაგრამ აჯობებს, თუ შეიძენენ სპორტული სტილის სამოსს, ან ტანსაცმელს მამაკაცისთვის. ამ დღეს ნაყიდ სამოსს იღბალი მოაქვს.ოთხშაბათიოთხშაბათს მერკური მფარველობს. ეს პლანეტა არანაირ შეზღუდვებს არ გვიწესებს ტანსაცმლის ყიდვის თვალსაზრისით.თუ გინდათ, რომ მაქსიმალური იღბალი მოიზიდოთ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, სწორედ ამ დღეს შეიძინეთ ტანსაცმელი.თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>ხუთშაბათიკვირის მეოთხე დღეს იუპიტერი მართავს. ეს დღე ყველა სახის ნივთის შესაძენად ხელსაყრელია და შენაძენი დიდხანს მოგვემსახურება. ეს პლანეტა ვერ დაგვეხმარება ახალი სტილის შერჩევაში, ამიტომ ჯობს უკვე ნაცადი სტილის სამოსის შერჩევა და იმის, რომელიც ჩვენს ენერგეტიკას შეესაბამება.ასტროლოგები ასევე გვირჩევენ, ხუთშაბათს არ ვიყიდოთ ძვირადღირებული ტანსაცმელი.პარასკევიპარასკევს ვენერა – ქალური ენერგეტიკის პლანეტა მართავს. ექსპერტების კატეგორიული რჩევაა, რომ ამ დღეს მოვერიდოთ მამაკაცებისთვის ახალი სამოსის ყიდვას. ქალებს კი, პირიქით, ყველაფრის შეძენა შეუძლიათ, მათ შორის, გარდერობის განახლებაც.ახალი ტანსაცმელი აამაღლებს მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა თავდაჯერებულობას.თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>შაბათიშაბათს სატურნი მართავს. ეს დღე ხელსაყრელია პრაქტიკული სამოსის შესაძენად. შეძენილი ტანსაცმელი აამაღლებს განწყობას, მოგვიტანს დიდ სიხარულს. ოღონდ ჯობს არ ვიყიდოთ არაფერი, თუ ოდნავ მაინც ეჭვი გვეპარება.კარგი დღეა სამოსის საჩუქრად ყიდვისთვის.კვირაკვირა დღეს ნაყიდმა სამოსმა რომ იღბალი, სიყვარული და ფინანსური წარმატება მოგვიტანოს, ის უნდა გვახარებდეს. ამიტომ არ იყიდოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც ეჭვი გეპარებათ და რომელიც არ გამოგადგებათ.
https://sputnik-georgia.com/20200714/CanTa-zodiaqos-niSnis-mixedviT-248962953.html
https://sputnik-georgia.com/20190423/rogori-safule-unda-SearCion-zodiaqos-niSnebis-warmomadgenlebma-245013075.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23049/43/230494341_0:0:1500:1126_1920x0_80_0_0_2beef203530f356af7f77df726394030.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
იღბალი რომ მოვიზიდოთ: რომელ დღეს რა ვიყიდოთ
15:58 06.10.2023 (განახლებულია: 20:14 06.10.2023) ტანსაცმლის ყიდვა სიამოვნებაა, ამავე დროს საპასუხისმგებლო პროცესი, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.
ექსპერტები განმარტავენ, თუ კვირის რომელ დღეს რომელი სამოსის ყიდვა ჯობს, რათა იღბალი, ფული და სიყვარული მოვიზიდოთ.
ორშაბათს მთვარე მართავს – ემოციების მფარველი პლანეტა. ასტროლოგების აზრით, ამ დღეს რეკომენდებულია გამოსასვლელი ტანსაცმლის შეძენა. არ ღირს ფულის დახარჯვა კოსტიუმებზე, შარვლებზე, საოფისე ტანსაცმელზე. მთვარის ცვალებადი „ხასიათის“ გამო ექსპერტები გვირჩევენ, მეტი ყურადღებით შევარჩიოთ ამ დღეს ნივთები, რათა ისინი მალე არ მოგვწყინდეს.
ორშაბათს ნაყიდი ტანსაცმელი მოგვანიჭებს იღბალს, კარგ განწყობას, ებრძვის სტრესს, დაძაბულობას. ის ასევე გვეხმარება სიყვარულის მოზიდვაში, თავდაჯერებულობას გვმატებს პაემანზე.
სამშაბათს წითელი პლანეტა მარსი მართავს. ის მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელია. სწორედ ამიტომ ბიოენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები მამაკაცის ტანსაცმლის ყიდვას გვირჩევენ.
შოპინგი ქალებსაც შეუძლიათ, მაგრამ აჯობებს, თუ შეიძენენ სპორტული სტილის სამოსს, ან ტანსაცმელს მამაკაცისთვის. ამ დღეს ნაყიდ სამოსს იღბალი მოაქვს.
ოთხშაბათს მერკური მფარველობს. ეს პლანეტა არანაირ შეზღუდვებს არ გვიწესებს ტანსაცმლის ყიდვის თვალსაზრისით.
თუ გინდათ, რომ მაქსიმალური იღბალი მოიზიდოთ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, სწორედ ამ დღეს შეიძინეთ ტანსაცმელი.
კვირის მეოთხე დღეს იუპიტერი მართავს. ეს დღე ყველა სახის ნივთის შესაძენად ხელსაყრელია და შენაძენი დიდხანს მოგვემსახურება. ეს პლანეტა ვერ დაგვეხმარება ახალი სტილის შერჩევაში, ამიტომ ჯობს უკვე ნაცადი სტილის სამოსის შერჩევა და იმის, რომელიც ჩვენს ენერგეტიკას შეესაბამება.
ასტროლოგები ასევე გვირჩევენ, ხუთშაბათს არ ვიყიდოთ ძვირადღირებული ტანსაცმელი.
პარასკევს ვენერა – ქალური ენერგეტიკის პლანეტა მართავს. ექსპერტების კატეგორიული რჩევაა, რომ ამ დღეს მოვერიდოთ მამაკაცებისთვის ახალი სამოსის ყიდვას. ქალებს კი, პირიქით, ყველაფრის შეძენა შეუძლიათ, მათ შორის, გარდერობის განახლებაც.
ახალი ტანსაცმელი აამაღლებს მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა თავდაჯერებულობას.
შაბათს სატურნი მართავს. ეს დღე ხელსაყრელია პრაქტიკული სამოსის შესაძენად. შეძენილი ტანსაცმელი აამაღლებს განწყობას, მოგვიტანს დიდ სიხარულს. ოღონდ ჯობს არ ვიყიდოთ არაფერი, თუ ოდნავ მაინც ეჭვი გვეპარება.
კარგი დღეა სამოსის საჩუქრად ყიდვისთვის.
კვირა დღეს ნაყიდმა სამოსმა რომ იღბალი, სიყვარული და ფინანსური წარმატება მოგვიტანოს, ის უნდა გვახარებდეს. ამიტომ არ იყიდოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც ეჭვი გეპარებათ და რომელიც არ გამოგადგებათ.