https://sputnik-georgia.com/20240216/saqartvelos-universitetebshi-onlain-swavleba-brundeba-286361770.html
საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლება ბრუნდება?
საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლება ბრუნდება?
Sputnik საქართველო
საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლების პრაქტიკა აქტიურად დაინერგა და გამოიყენებოდა კორონავირუსის პანდემიის დროს. 16.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-16T20:14+0400
2024-02-16T20:14+0400
2024-02-16T20:14+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252625007_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_06295a6c14dee4839a48450d1f74bc52.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე, შესაძლოა, დისტანციური სწავლება ხელმისაწვდომი გახდეს, ნათქვამია პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.შესაბამის ცვლილებების შეტანა იგეგმება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანონმდებლო ცვლილებით მათ შორის:ელექტრონული სწავლება ნაწილობრივ დაიშვება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაადგენს იმ პროფესიების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლების პრაქტიკა აქტიურად დაინერგა და გამოიყენებოდა კორონავირუსის პანდემიის დროს. მაშინ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება იძულებული გახდა გადასულიყო ონლაინ-სწავლების ახალ მოდელზე. სწორედ იმ პერიოდში დაინერგა სასწავლო პროცესში სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმები და პორტალები.„საქსტატის" ცნობით, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 0,9%-ით მეტია.2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 19 საჯარო და 43 კერძო დაწესებულებაა. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64,5% თბილისში მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252625007_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_ebcdc3a3b6b02fea81ac17210ae88cb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლება ბრუნდება?
საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლების პრაქტიკა აქტიურად დაინერგა და გამოიყენებოდა კორონავირუსის პანდემიის დროს.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე, შესაძლოა, დისტანციური სწავლება ხელმისაწვდომი გახდეს, ნათქვამია პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.
შესაბამის ცვლილებების შეტანა იგეგმება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანონმდებლო ცვლილებით მათ შორის:
ელექტრონული სწავლება ნაწილობრივ დაიშვება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაადგენს იმ პროფესიების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლების პრაქტიკა აქტიურად დაინერგა და გამოიყენებოდა კორონავირუსის პანდემიის დროს. მაშინ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება იძულებული გახდა გადასულიყო ონლაინ-სწავლების ახალ მოდელზე. სწორედ იმ პერიოდში დაინერგა სასწავლო პროცესში სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმები და პორტალები.
„საქსტატის" ცნობით, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 0,9%-ით მეტია.
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 19 საჯარო და 43 კერძო დაწესებულებაა. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64,5% თბილისში მდებარეობს.