სიბინძურე, რომელიც შენიღბულია ლობიზმით - კახა კალაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
FARA-ს დოკუმენტში არაერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ ისინი თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ, განაცხადა მმართველი პარტიის გენმდივანმა.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხობის კონფერენციის ერთ-ერთი ანგარიში, რომელშიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც „პრორუსი ოლიგარქი“, არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია დემოკრატიითა და ლობიზმით, განაცხადა პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
2024 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დოკუმენტში მოხსენიებულია „პრორუს ოლიგარქად“, რომელიც „ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად საქართველოს ევროკავშირთან და დემოკრატიასთან აშორებს“.
„არ ვიცი, ვინ იკადრა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე…საზოგადოებამ ნახა, როგორ იღებდნენ რეზოლუციებს, სადაც ივანიშვილზე არასწორი ინფორმაცია იწერებოდა. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია დემოკრატიით და ლობიზმით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებისთვის ცნობილია თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გაკეთება - ამაში იღებენ ფულს და ნიღბავენ ლობიზმით, დასძინა პარტიის გენმდივანმა.
„თქვენ ხომ ნახეთ, რომ FARA-ს დოკუმენტში არა ერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ. მე ხომ არ ვიგონებ ამას. კონკრეტულ ფაქტზე ვსაუბრობ”, - განაცხადა კალაძემ.
ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
არჩილ თალაკვაძე: მიუნხენის კონფერენციის მოხსენება რეალობისგან შორსაა>>>
კალაძის თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე.
„მათ ყველაფერი იკადრეს, თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ შემოტევები იყო მეორე ფრონტის არგახსნასთან და სანქციებზე არმიერთებასთან დაკავშირებით... პირდაპირ გვავალდებულებდნენ და გვავალებდნენ, რომ ხარაკირი გაგვეკეთებინა საკუთარი თავისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იყო რეალობა, მაგრამ გამოვიჩინეთ პრინციპულობა, დავდექით ისე, როგორც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ასეთი პოზიცია გვექნება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარის თქმა იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვად იქნებოდა აღქმული.
მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს სანქციების გვერდის ავლით რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0