https://sputnik-georgia.com/20240215/arcil-talakvaze-miunxenis-konferenciis-moxseneba-realobisgan-sorsaa-286320898.html
არჩილ თალაკვაძე: მიუნხენის კონფერენციის მოხსენება რეალობისგან შორსაა
არჩილ თალაკვაძე: მიუნხენის კონფერენციის მოხსენება რეალობისგან შორსაა
Sputnik საქართველო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მოხსენების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც საქართველოს „გაშავებაში“ მილიონებს იხდიდნენ, მიაჩნია არჩილ თალაკვაძეს. 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T00:13+0400
2024-02-15T00:13+0400
2024-02-15T00:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_0:102:1620:1014_1920x0_80_0_0_084e5148a4aa66ae222e4989fea37c63.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი ანგარიში, სადაც საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს „პრორუს ოლიგარქად“ მოიხსენიებენ, შორს არის რეალობისგან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.2024 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დოკუმენტში მოხსენიებულია „პრორუს ოლიგარქად“, რომელიც „ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად საქართველოს ევროკავშირთან და დემოკრატიასთან აშორებს“.ამასთან, დეპუტატის თვალსაზრისით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მოხსენება ადასტურებს, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც საქართველოს „გაშავებაში“ ფულს იხდიდნენ.„ამერიკის მთავრობამ პირდაპირ მტკიცებულებები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ საქართველოს გაშავებაში მილიონებს იხდიდნენ. როგორც ჩანს ეს კონტრაქტები ჯერ არ არის ამოწურული... როგორც ჩანს ამ ხალხს კონტრაქტები ჯერ ამოწურული არ აქვთ, კვლავ წერენ და კვლავ ცდილობენ იმ ცრუ ნარატივის გავრცელებას, რომელსაც წინა წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაებლოკათ, აღნიშნა მან.როგორც დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, 2024 წლის 26 ოქტომბრის მომავალ არჩევნებზე ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს და ამიტომ მხარდაჭერას საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებს.„ოპოზიცია არის შინ გაკოტრებული და გარეთ ხავსს ეჭიდება. მათ არჩევნების იმედი არ აქვთ, ამიტომ დასაყრდენს გარეთ ეძებენ და გარეთ ატარებენ საარჩევნო კამპანიებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. საქართველოდან ორი დელეგაცია მიემგზავრება - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ქვეყნის მთავრობის თანხმობა არ მიუღია და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_118:0:1558:1080_1920x0_80_0_0_96480bb0611f60d4b66f4b9bd1cbe0bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
არჩილ თალაკვაძე: მიუნხენის კონფერენციის მოხსენება რეალობისგან შორსაა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მოხსენების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც საქართველოს „გაშავებაში“ მილიონებს იხდიდნენ, მიაჩნია არჩილ თალაკვაძეს.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი ანგარიში, სადაც საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს „პრორუს ოლიგარქად“ მოიხსენიებენ, შორს არის რეალობისგან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
2024 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დოკუმენტში მოხსენიებულია „პრორუს ოლიგარქად“, რომელიც „ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად საქართველოს ევროკავშირთან და დემოკრატიასთან აშორებს“.
„ის (მოხსენება - რედ.) აცდენილია რეალობას, რადგან ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც საქართველოში ევროპული მომავალი, ადამიანის უფლებების პატივისცემა და არჩევნები დააბრუნა. ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა ამ წლების განმავლობაში, რომელიც თვითონ ევროკავშირმა აღიარა, როდესაც ჩვენ სტატუსი მოგვცა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, დეპუტატის თვალსაზრისით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მოხსენება ადასტურებს, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც საქართველოს „გაშავებაში“ ფულს იხდიდნენ.
„ამერიკის მთავრობამ პირდაპირ მტკიცებულებები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ საქართველოს გაშავებაში მილიონებს იხდიდნენ. როგორც ჩანს ეს კონტრაქტები ჯერ არ არის ამოწურული... როგორც ჩანს ამ ხალხს კონტრაქტები ჯერ ამოწურული არ აქვთ, კვლავ წერენ და კვლავ ცდილობენ იმ ცრუ ნარატივის გავრცელებას, რომელსაც წინა წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაებლოკათ, აღნიშნა მან.
„კიდევ რჩებიან მწერლები და მოსაუბრეები, გაზეთები, ტელევიზიები და ევროპარლამენტში პოლიტიკოსები, რომლებიც ანტიქართული რიტორიკით გამოირჩევიან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაებლოკათ იმის ფასად, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო“, - განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, 2024 წლის 26 ოქტომბრის მომავალ არჩევნებზე ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს და ამიტომ მხარდაჭერას საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებს.
„ოპოზიცია არის შინ გაკოტრებული და გარეთ ხავსს ეჭიდება. მათ არჩევნების იმედი არ აქვთ, ამიტომ დასაყრდენს გარეთ ეძებენ და გარეთ ატარებენ საარჩევნო კამპანიებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. საქართველოდან ორი დელეგაცია მიემგზავრება - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ქვეყნის მთავრობის თანხმობა არ მიუღია და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.