ბავშვების უფასო მკურნალობა უცხოეთში: კლინიკების სია გაფართოვდა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeრუსთავში ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკური ცენტრის ბანერი
რუსთავში ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკური ცენტრის ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
პაციენტების მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ წამყვანი მაღალტექნოლოგიური კლინიკები ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და პაციენტები საქართველოდან სამის ნაცვლად ექვს უცხოურ კლინიკაში შეძლებენ მკურნალობას, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
2023 წელს სახელმწიფომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო. ყველა 18 წლამდე პაციენტის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პაციენტების მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ წამყვანი მაღალტექნოლოგიური კლინიკები ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში.
თავიდან ქართულმა მხარემ გააფორმა კონტრაქტები თურქეთის (Anadolu Medical Center), ისრაელის (Sourasky Medical Center (Ichilov)) და ესპანეთის (QUIRON SALUD) წამყვან კლინიკებთან. ამ კლინიკებს ახლა დაემატა თურქული კლინიკები Acibadem Healthcare Group, Liv Hospital და MEMORIAL Hospitals.
„პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგი მოჰყვება. იმ თვალსაზრისით, რომ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ისეთ ფაქტორები, როგორიცაა არჩევნის შესაძლებლობა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ბავშვების საჭიროებების სრულად გათვალისწინების მეტი პერსპექტივა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიამ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, დახმარება გავუწიოთ პაციენტებს საქართველოდან... დღეს ბავშვებს საქართველოდან იგივე შესაძლებლობები აქვთ, რაც აქვთ, მაგალითად, ბავშვებს ესპანეთში. ჩვენი გუნდის წევრები მსოფლიოს საუკეთესო ექიმების სიაში შედიან. მათი პროფესიონალიზმი ცნობილია მთელ მსოფლიოში ონკოლოგიისა და პროტონოთერაპიის სფეროში“, - განაცხადა ესპანეთის პროტონოთერაპიის ცენტრის Quirónsalud მმართველმა დირექტორმა მარტა კრემადესმა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე პროგრამაში 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული.
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ქართველ პაციენტებს ვუწევთ მომსახურებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით“, - განაცხადა Acibadem Healthcare Group-ის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა ილიას ბენვენისტემ.
მისი თქმით, ჰოსპიტალში ყველაფერია იმისათვის, რომ ბავშვებმა მიიღონ სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება. აქ არის ჰემატოლოგიური კლინიკა, რომელიც აერთიანებს პედიატრიულ ჰემატოლოგებს და პედიატრიულ ონკოლოგებს.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი - ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.
ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე გაგრძელდება.
ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ცენტრში ერთიან სივრცეში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი.
პროგრამის პირობები
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო
პროგრამაში მონაწილეობისთვის:
მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პაციენტები გადანაწილდებიან კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის საფუძველზე. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ღირს, სწორედ ამის გამო მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება მკურნალობის ყველა ხარჯი თავის თავზე სრულად აიღოს. ადრე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნით მთავრობა წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოყოფდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ახალი პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, 18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0