https://sputnik-georgia.com/20240215/--porsche-bentley--audi--286324819.html
ამოღებულია ათასობით Porsche, Bentley და Audi: კონფისკაცია პორტებში
ამოღებულია ათასობით Porsche, Bentley და Audi: კონფისკაცია პორტებში
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 თებერვალი − Sputnik. აშშ-ს ხელისუფლებამ ამერიკის პორტებში ათასობით Porsche, Bentley და Audi-ს მარკის ავტომობილის კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ... 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T11:28+0400
2024-02-15T11:28+0400
2024-02-15T11:28+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
ჩინეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259986179_106:513:2548:1886_1920x0_80_0_0_5cf0b4b7f14570134d1fcf923c0adfcb.jpg
თბილისი, 15 თებერვალი − Sputnik. აშშ-ს ხელისუფლებამ ამერიკის პორტებში ათასობით Porsche, Bentley და Audi-ს მარკის ავტომობილის კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც მიმწოდებელმა კომპანიამ (დედა-კომპანია Volkswagen) ავტომობილებში დასავლეთ ჩინეთში დამზადებული დეტალი აღმოაჩინა, იუწყება Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია რეგიონზე, სადაც ძირითადად უიღურები ცხოვრობენ. აშშ კი კრძალავს იმ პროდუქციის იმპორტს, რომელიც ჩინეთის დასავლეთ რეგიონებშია დამზადებული. შესაბამისი კანონი 2021 წელსაა მიღებული და ის უიღურების იძულებით შრომის აღკვეთას ემსახურება.როგორც Volkswagen-ში აცხადებენ, თავდაპირველად მათ არ იცოდნენ, სად იყო დამზადებული ეს დეტალი, ვინაიდან ის გვერდითი მიმწოდებლისგან ჰქონდათ მიღებული. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი წარმომავლობა დადგინდა, გერმანულმა კონცერნმა მაშინვე შეატყობინა აშშ-ს კანონის დარღვევის შესახებ.FT-ს ცნობით, ამოღებულია Porsche-ს ათასზე მეტი სპორტული ავტომობილი და ჯიპები, რამდენიმე ასეული Bentley და რამდენიმე ათასი Audi. ამასთან არ კონკრეტდება, კერძოდ რა დეტალზეა საუბარი. თუმცა აღინიშნება, რომ „ფოლკსვაგენმა“ უკვე დაიწყო ავტომობილებში აკრძალული დეტალის შეცვლა, რისი ნებართვაც აშშ-ის საბაჟო ორგანოებისგან მიიღო.როგორც „ფოლკსვაგენში“ აცხადებენ, შესაძლოა ურთიერთობაც კი გაწყვიტონ მიმწოდებლებთან, თუ გამოძიება სერიოზულ დარღვევებს გამოავლენს.უიღურები − ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში. აშშ-მა ჩინეთის ხელისუფლებას არაერთხელ დასდო ბრალი უიღურების გენოციდში (იძულებითი ასიმილაცია და ეთნოციდი), თუმცა პეკინი ამას კატეგორიულად უარყოფს.
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259986179_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_81e770c2faa77ce99d3f538470282681.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ჩინეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ჩინეთი, პოლიტიკა
თბილისი, 15 თებერვალი − Sputnik. აშშ-ს ხელისუფლებამ ამერიკის პორტებში ათასობით Porsche, Bentley და Audi-ს მარკის ავტომობილის კონფისკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც მიმწოდებელმა კომპანიამ (დედა-კომპანია Volkswagen) ავტომობილებში დასავლეთ ჩინეთში დამზადებული დეტალი აღმოაჩინა, იუწყება
Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია რეგიონზე, სადაც ძირითადად უიღურები ცხოვრობენ. აშშ კი კრძალავს იმ პროდუქციის იმპორტს, რომელიც ჩინეთის დასავლეთ რეგიონებშია დამზადებული. შესაბამისი კანონი 2021 წელსაა მიღებული და ის უიღურების იძულებით შრომის აღკვეთას ემსახურება.
როგორც Volkswagen-ში აცხადებენ, თავდაპირველად მათ არ იცოდნენ, სად იყო დამზადებული ეს დეტალი, ვინაიდან ის გვერდითი მიმწოდებლისგან ჰქონდათ მიღებული. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი წარმომავლობა დადგინდა, გერმანულმა კონცერნმა მაშინვე შეატყობინა აშშ-ს კანონის დარღვევის შესახებ.
FT-ს ცნობით, ამოღებულია Porsche-ს ათასზე მეტი სპორტული ავტომობილი და ჯიპები, რამდენიმე ასეული Bentley და რამდენიმე ათასი Audi. ამასთან არ კონკრეტდება, კერძოდ რა დეტალზეა საუბარი. თუმცა აღინიშნება, რომ „ფოლკსვაგენმა“ უკვე დაიწყო ავტომობილებში აკრძალული დეტალის შეცვლა, რისი ნებართვაც აშშ-ის საბაჟო ორგანოებისგან მიიღო.
როგორც „ფოლკსვაგენში“ აცხადებენ, შესაძლოა ურთიერთობაც კი გაწყვიტონ მიმწოდებლებთან, თუ გამოძიება სერიოზულ დარღვევებს გამოავლენს.
უიღურები − ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში. აშშ-მა ჩინეთის ხელისუფლებას არაერთხელ დასდო ბრალი უიღურების გენოციდში (იძულებითი ასიმილაცია და ეთნოციდი), თუმცა პეკინი ამას კატეგორიულად უარყოფს.