საქართველო ყველასთვის უსაფრთხო ქვეყანაა: დეპუტატი კვლევის მონაცემებს გამოეხმაურა

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841თბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, დიდწილად განპირობებულია დანაშაულის ეფექტური პრევენციით, რაც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პრიორიტეტი იყო, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველო არის ქვეყანა, სადაც შექმნილია ყველა პირობა როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, რასაც ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ.
ალექსანდრე ტაბატაძე ორგანიზაცია numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა (მეოთხე ადგილი) ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.
„საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. ყოველივე ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ხაზგასასმელია სამართალდამცავი სისტემის ღიაობა დანაშაულთან ბრძოლაში“, - განაცხადა ტაბატაძემ.
მისი თქმით, შსს ყოველთვიურად აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას. აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილია მომხდარ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი.
„გარდა ამისა, ის რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ამას ასევე დიდ წილად ხელს უწყობს დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია, რაც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პრიორიტეტს წარმოადგენდა“, - აღნიშნა ტაბატაძემ.
საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - ახალი სტატისტიკა >>
„აღნიშნული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისთვის, ეფუძნება შესაბამის კვლევასა და ანალიზს და დასანანია, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მისი გამოყენება ისევ ხდება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
საქართველოს აქვს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და ის ამ კუთხით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. პირველ სამეულში არიან ხორვატია, სლოვენია და ისლანდია.
ყველა ახალი ამბავი
0