https://sputnik-georgia.com/20240214/ra-inpormacia-miawoda-dazvervis-samsaxuris-uprosma-kobaxidzes-286314143.html
რა ინფორმაცია მიაწოდა დაზვერვის სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრს?
რა ინფორმაცია მიაწოდა დაზვერვის სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრს?
Sputnik საქართველო
საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება. 14.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-14T17:45+0400
2024-02-14T17:45+0400
2024-02-14T17:45+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286263081_261:502:1248:1057_1920x0_80_0_0_35eb5ee9594b608de75df1398af27590.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან შეხვედრა გამართა, რომელმაც მთავრობის მეთაურს როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები.შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურს 2021 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. რაც შეეხება კობახიძეს, მან პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ კვირას ოფიციალურად დაიკავა. საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. იმავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რის შემდეგაც კობახიძე მთავრობის მეთაური ოფიციალურად გახდა.საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება. სამსახურის ძირითადი ამოცანებია გარე საფრთხეების და რისკების გამოვლენა, ქვეყნის საჯარო-პოლიტიკური მოხელეების უზრუნველყოფა სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად ეროვნული უშიშროების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286263081_389:475:1165:1057_1920x0_80_0_0_4655463b03e55d0ca4e1e642b21dee82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
რა ინფორმაცია მიაწოდა დაზვერვის სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრს?
საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან შეხვედრა გამართა, რომელმაც მთავრობის მეთაურს როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები.
„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურს 2021 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. რაც შეეხება კობახიძეს, მან პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ კვირას ოფიციალურად დაიკავა. საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. იმავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რის შემდეგაც კობახიძე მთავრობის მეთაური ოფიციალურად გახდა.
საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება. სამსახურის ძირითადი ამოცანებია გარე საფრთხეების და რისკების გამოვლენა, ქვეყნის საჯარო-პოლიტიკური მოხელეების უზრუნველყოფა სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად ეროვნული უშიშროების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.