https://sputnik-georgia.com/20240213/saqartvelo-evropashi-kenkris-da-txilis-eqsportis-gazrdaze-mushaobs-286291854.html
საქართველო ევროპაში კენკრისა და თხილის ექსპორტის გაზრდაზე მუშაობს
საქართველო ევროპაში კენკრისა და თხილის ექსპორტის გაზრდაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
ევროპული კომპანიების წარმომადგენლები ქართულ პროდუქციას გაეცნენ 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T17:22+0400
2024-02-13T17:22+0400
2024-02-13T17:22+0400
საქართველო
გერმანია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ტურიზმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24552/31/245523140_0:0:2016:1134_1920x0_80_0_0_12e96951ea31f6d251c38d80312f7803.jpg
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ქართულმა კომპანიებმა ბერლინში გამართულ მეხილეობის რიგით 31-ე საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA-2024 მიიღეს მონაწილეობა, იუწყეაბა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.გამოფენა Fruit Logistica გერმანიაში 7- 9 თებერვლს გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ ის მეწარმეები, რომელთა პროდუქციაც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გამოფენაში მონაწილეობა 11-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც წარმოადგინეს მოცვი, ჟოლო, სხვადასხვა სანელებლები და თხილი.გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების მონაწილეობა მეხილეობის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაში.„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოცვს აქვს ევროპის ბაზარზე გასაღების მეტი შანსი, გაზრდილია მოთხოვნაც. სასიხარულო ფაქტია, რომ მოცვის მწარმოებელი ბევრი კომპანიაა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”, - განაცხადა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ.FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს დიდ გლობალურ პლატფორმას ე.წ Fresh და მშრალი ხილის მწარმოებელთათვის. გამოფენას, ყოველწლიურად 63 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.წელს გამოფენაში მონაწილეობა 100-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,6 ათასამდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24552/31/245523140_252:0:1764:1134_1920x0_80_0_0_44ab9cf3a74b26f08ddeb4f47f1a7b8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ახალი ამბები
საქართველო ევროპაში კენკრისა და თხილის ექსპორტის გაზრდაზე მუშაობს
ევროპული კომპანიების წარმომადგენლები ქართულ პროდუქციას გაეცნენ
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ქართულმა კომპანიებმა ბერლინში გამართულ მეხილეობის რიგით 31-ე საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA-2024 მიიღეს მონაწილეობა, იუწყეაბა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გამოფენა Fruit Logistica გერმანიაში 7- 9 თებერვლს გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ ის მეწარმეები, რომელთა პროდუქციაც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გამოფენაში მონაწილეობა 11-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც წარმოადგინეს მოცვი, ჟოლო, სხვადასხვა სანელებლები და თხილი.
გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების მონაწილეობა მეხილეობის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაში.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოცვს აქვს ევროპის ბაზარზე გასაღების მეტი შანსი, გაზრდილია მოთხოვნაც. სასიხარულო ფაქტია, რომ მოცვის მწარმოებელი ბევრი კომპანიაა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”, - განაცხადა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს დიდ გლობალურ პლატფორმას ე.წ Fresh და მშრალი ხილის მწარმოებელთათვის. გამოფენას, ყოველწლიურად 63 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
წელს გამოფენაში მონაწილეობა 100-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,6 ათასამდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.