ეკონომიკაში გარღვევის პოტენციალი დაგროვდა: რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს წარმატებები

© courtesy of Chamber of Commerce and Industry of the Russian Federationრუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს მეექვსე სხდომა
რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს მეექვსე სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
რუსულ-ქართული საქმიანი საბჭო 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეიქმნა
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს მუშაობის ერთი წლის მანძილზე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში სერიოზული ეკონომიკური გარღვევისთვის დიდი პოტენციალი დაგროვდა, განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა იური ბალაშოვმა Sputnik-საქართველოსთან".
რუსულ-ქართული საქმიანი საბჭო 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეიქმნა და სწორედ მაშინ გაიმართა საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს მიზანია შექმნას ახალი შესაძლებლობები რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. 2024 წლის თებერვალში საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუშაობის პირველი წელი შეაჯამეს.
„საბჭოს წევრებისთვის წელი ნაყოფიერი და დატვირთული იყო. მთავარია ის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით სერიოზული გარღვევის დიდი პოტენციალი დავაგროვეთ. კერძოდ, ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ორმხრივი და ასევე რუსეთის ფედერაციაში ქართული ღვინის მიწოდების ზრდის გამო“, - განაცხადა ბალაშოვმა.
ბალაშოვის ინფორმაციით, საუბარია რუსეთიდან საქართველოში ფქვილის, შაქრის, მზესუმზირის ზეთის ექსპორტის გაზრდაზე, ასევე საქართველოდან რუსეთში მანდარინისა და მანდარინის წვენის, მოცვის, ახალი კარტოფილის, ჩაის, ჩირისა და თხილის ექსპორტის გაზრდაზე.
რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სიაში მეორე ადგილზეა. 2023 წელს მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11,2%-ია. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი, 2022 წელთან შედარებით, 2,3%-ით გაიზარდა.
წარმატებული მუშაობა
საბჭოს მეექვსე სხდომა 6 თებერვალს ილინკაში გაიმართა. იგი რუსულ-ქართული საქმიანი მუშაობის ერთი წლის შედეგების შეჯამებას და გეგმების განხილვას მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს-საბჭოს წევრები რუსეთის რეგიონებიდან და საქართველოდან.
„საბჭოში თავდაპირველად 11 წევრი შედიოდა, ახლა უკვე 30-ზე მეტია. მაგრამ ეს არ არის ზღვარი, რადგანაც არის პარტნიორობა სხვადასხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. მუშაობის მთავარი მიღწევაა სავიზო რეჟიმის გაუქმება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვიყავით ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.
საქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2023 წელს ქვეყანას 1,4 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 30,5%-ით მეტია 2022 წელთან და 3,6%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით. ბალაშოვის აზრით, ამას ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმმა და პირდაპირი რეისების აღდგენამ.
© courtesy of Chamber of Commerce and Industry of the Russian Federationრუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი
Юрий Балашов, председатель Российско-Грузинского делового совета при ТПП РФ - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი
მთლიანობაში, საქართველოს წლის დასაწყისიდან 7,1 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,3%-ით მეტია.
ამ დროისთვის მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით კვირაში 30-ზე მეტი რეისი სრულდება, მაშინ, როცა ყველაფერი კვირაში ოთხი რეისით დაიწყო.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ორი ქალაქი, რომელიც გვინდა შევთავაზოთ რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებებს - იაროსლავლი და მაგასი. რუსეთის ჩრდილოეთით ცხოვრობს საკმაოდ დიდი ქართული დიასპორა, ეკონომიკურად აქტიური, რომელიც ამ საკითხის დაყენებას ითხოვდა“, - განაცხადა ბალაშოვმა.
გარდა ამისა, საბჭოს მნიშვნელოვან მიღწევად ბალაშოვი თვლის საშუალო ბიზნესის მზარდ ინტერესს საქართველოში ინვესტიციების მიმართ.
ინგუშეთი დაინტერესებულია საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყებით>>>
„ჩვენი მთავარი მიღწევაა ის, რომ ჩვენ ხალხი, საშუალო ბიზნესი დავარწმუნეთი იმაში, რომ საქართველოში კარგია ბიზნესის კეთება, ამ ეტაპზე მთავრობათაშორისი შეთანხმებების არარსებობას არ უნდა უფრთხოდნენ. ამ საკითხში საბჭომ მოლოდინები გაამართლა და უნდობლობა, რომელიც არსებობდა ზაფხულსა და შემოდგომაზე, აღარ არსებობს", - აღნიშნა მან.
ახალი კვლევა
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პროგრესსა და მათ შესამჩნევ დათბობაზე საუბრისას, ბალაშოვმა მოიყვანა ფინანსური კვლევების ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს შესახებ რუსეთის მოქალაქეების მოსაზრებების ანალიზის მონაცემები.
„რუსების 21% კარგად ან შესანიშნავად თვლის თავის ცოდნას საქართველოს შესახებ. 18%-ს სურს მომავალ ორ წელში საქართველოში მოგზაურობა. საქართველოს მონახულების მსურველები ფიქრობენ, რომ ეს არის ღია, სუფთა, უნიკალური, სტუმართმოყვარე, ტურისტული, საინტერესო, კულტურული და ცოცხალი ქვეყანა. ეს ის ტერმინებია, რომლითაც ისინი გამოხატავენ თავიანთ ინტერესს საქართველოს მიმართ", - აღნიშნა ბალაშოვმა.
გარდა ამისა, ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა რესპონდენტების მიხედვით რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ხუთი ძირითადი თემა: გამოკითხულთა 60% - ტურიზმს, 54% - ვაჭრობასა და ეკონომიკას, 27% - ეროვნულ უსაფრთხოებას, 23% - კულტურასა და შემოქმედებით ინდუსტრიებს, 13% კი განათლებასა და მეცნიერებას ასახელებს.
„ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის მსგავსების იდეა. დსთ-ის ქვეყნებს შორის საქართველო ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა. გამოკითხულთა 37% თვლის, რომ მსგავსი ღირებულებები და ცხოვრების წესი გვაქვს", - აღნიშნა ბალაშოვმა.
სამომავლო გეგმები
საბჭოს შემდეგი, მეშვიდე სხდომა რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების თემაზე მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. მასში მონაწილეობას ორივე ქვეყნიდან 40-ზე მეტი მეწარმე მიიღებს.
„ის ორ ეტაპად ჩატარდება. 13 მაისს - მოსკოვში, სადაც განიხილება ზოგადი საკითხები, ხოლო 15 მაისს, ალბათ, გადავალთ ლიპეცკში, სადაც ოლქში ყველა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია და განვიხილავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდის პოტენციალს", - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.
ბალაშოვი სავაჭრო ქსელ X5-ში ქართული მანდარინის გამოჩენას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
„X5-ის ქსელში ქართული მანდარინი წელს პირველად შევიდა. მათ სხვადასხვა დასახელება ჰქონდათ, მაგრამ ქსელებში სახელწოდებით „ქართული მანდარინი“ არ იყო. ასევე, პირველად მზადდება კონტრაქტი რუსულ კომპანიასთან ხელმოსაწერად საქართველოდან მანდარინის წვენის კონცენტრატის შესაძენად“, - აღნიშნა მან.
ამას წინ უძღოდა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის, ღვინის გამოფენა მოსკოვში, რომელიც 2023 წლის დეკემბერში სავაჭრო ქსელ X5 Group-ის ოფისში გაიმართა. მასში მონაწილეობა 20-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. ღონისძიების მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და რუსულ ბაზარზე დაშვების გამარტივება.
გარდა ამისა, საბჭო აპირებს გააგრძელოს ინგუშეთთან მიმართებით გეგმების განხორციელება. კერძოდ, ჯეირარჰის რაიონში არსებული თხაბა-ერდის უძველესი ქრისტიანული ტაძრის შესწავლა ისტორიკოსებისა და არქიტექტორების მონაწილეობით მისი წარმოშობის დასადგენად. დიდი ალბათობით, იგი ქართულია.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია უსეთ-საქართველოს საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტის, „ყაზბეგი - ზემო ლარსის" შესაძლებლობების გაფართოება, რომელზეც საბჭოს წევრები ინტენსიურად მუშაობენ.
„ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედდება საბაჟო ზონა პარკინგით, რომელიც აუცილებლად იქნება დაკავშირებული რუსულ მხარესთან, შერჩეულია ადგილები, რომლებიც ეტაპობრივად გააუმჯობესებს მდგომარეობას „ზემო ლარსზე". საბაჟო ორგანოებს შორის არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე ტვირთის დაზღვევის თვალსაზრისით, ცვლილებები მულტიმოდალურ გადაზიდვებში“, - განაცხადა ბალაშოვმა.
მოცემული მარშრუტი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა, იგი ყოველთვის ვერ უმკლავდება მზარდ დატვირთვას - მას ავსებენ ტვირთის გადამზიდავებითა და ტურისტებით, რაც იწვევს რიგებს. ზამთარში კი გზა ხშირად იკეტება უამინდობის და ზოგჯერ მეწყერის გამო. ვაჭრობა კი როგორც საქართველოსა და რუსეთს, ისე რუსეთსა და სომხეთს შორის - მუდმივად იზრდება.
გარდა ამისა, ქართველი ფერმერებისთვის სასიამოვნო სიახლეა რუსი მეღვინეების ინტერესი ქართული ვაზის ჯიშებისადმი.
„ჩვენ მივმართეთ რუსეთის მეღვინეთა კავშირს, რათა მათ ჩაატარონ გამოკითხვა ამ საკითხით დაინტერესებულ ჩვენს მეღვინეებში, თუ რა ტიპის ღვინოებს შევიძენთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ შერჩეული ნიმუშები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ინსტიტუტში. ამის შემდეგ გავაფორმებთ ნასყიდობის ხელშეკრულებებს“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ფინანსური კვლევების ეროვნული სააგენტო ასევე ამზადებს ღვინის ბაზრის ანალიზს, რაც, ბალაშოვის თქმით, მნიშვნელოვანი ასპექტია ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში ღვინო მესამე ადგილზეა. რუსეთი წლების განმავლობაში იყო ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი, რომლის წილიც 65%-ს შეადგენდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 168,3 მილიონი დოლარის ღირებულების 62,3 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოა ექსპორტირებული, რაც 4,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0