ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება - მონაცემები განახლდა

© Kutaisi International Airportქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წლის იანვარში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში აეროპორტი 151.939 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის იანვარში კი აეროპორტით მხოლოდ 85.338-მა მგზავრმა ისარგებლა.
მგზავრთნაკადის გარდა, გაიზარდა ავიარეისების რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდში აეროპორტი 486 რეისს მოემსახურა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 66%-ით მეტია.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
აეროპორტის წარმატებები
გასული წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადის, ისე ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით.
რეკორდული ზრდა - რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს>>>
2023 წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით მეტია.
ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია ავიარეისების რაოდენობამაც - აეროპორტი 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
ავიაკომპანიამ 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.
19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა, რომელიც სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0