https://sputnik-georgia.com/20240213/acharis-satransporto-politikis-ganvitarebashi-germaneli-specialistebi-chaertvebian-286290245.html
აჭარის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან
აჭარის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანი აჭარაში სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის გაძლიერებას. 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T15:43+0400
2024-02-13T15:43+0400
2024-02-13T15:43+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ტრანსპორტი საქართველოში
აჭარა
აჭარის მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259916765_0:212:1353:973_1920x0_80_0_0_f6ccbe184ed1aab02b1550f6d61ea705.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აჭარის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე მემორანდუმს ხელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ოთარ დიასამიძემ, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და პროგრამის დირექტორმა იან რიკმეიერმა მოაწერეს.პროექტის მიზანი აჭარაში სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის გაძლიერებას. CONNECT GEORGIA-ს (მდგრადი და შეკავშირებული მობილობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის საერთო დოკუმენტი მომზადდება.ეროვნულ დონეზე მიმდინარე საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის, ასევე ავტოსადგურების რეფორმის გათვალისწინებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, აჭარაში შეიქმნება რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონცეფცია.პროექტის განხორციელებას რეგიონული სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან და დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება.GIZ-ის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ჩართულობით შექმნილი პროექტის მუშაობაში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259916765_0:129:1154:994_1920x0_80_0_0_6db4b1cce12e39adcd82b92eeca70350.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტრანსპორტი საქართველოში, აჭარა , აჭარის მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტრანსპორტი საქართველოში, აჭარა , აჭარის მთავრობა , ახალი ამბები
აჭარის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან
პროექტის მიზანი აჭარაში სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის გაძლიერებას.
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აჭარის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე მემორანდუმს ხელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ოთარ დიასამიძემ, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და პროგრამის დირექტორმა იან რიკმეიერმა მოაწერეს.
პროექტის მიზანი აჭარაში სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის გაძლიერებას. CONNECT GEORGIA-ს (მდგრადი და შეკავშირებული მობილობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის საერთო დოკუმენტი მომზადდება.
ეროვნულ დონეზე მიმდინარე საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის, ასევე ავტოსადგურების რეფორმის გათვალისწინებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, აჭარაში შეიქმნება რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონცეფცია.
პროექტის განხორციელებას რეგიონული სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან და დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება.
GIZ-ის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ჩართულობით შექმნილი პროექტის მუშაობაში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.