უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავალი ტურიზმიდან - საქართველოში 2023 წლის შედეგები შეაჯამეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმაია ომიაძე
მაია ომიაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
ტურისტულმა ვიზიტებმა 4,6 მილიონს გადააჭარბა, რაც 2019 წელთან მიმართებით თითქმის 100%-იანი აღდგენაა, განაცხადა ადმინისტრაციისუფროსმა
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ქვეყანამ 2023 წელს მიიღო 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი, რაც 2019 წელთან შედარებით 26%-ით მეტია, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს 2023 წელს 7,1 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,3%-ით მეტია. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია. მას მოსდევს თურქეთი (21,4% წილი) და სომხეთი (13,5%).
„2023 წელს საქართველომ მიიღო უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის შემოსავლები, 4 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც 2019 წელთან მიმართებაში 26%-ით გადაჭარბებაა. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ტურიზმიდან ქვეყანამ ასეთი რაოდენობის შემოსავალი მიიღო“, - აღნიშნა ომიაძემ.
რაც შეეხება ტურისტულ და საერთაშორისო მოგზაურობს, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ 2019 წელთან მიმართებით 75,6%-ით აღდგა ვიზიტები და ქვეყანამ 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო.
„ტურისტულმა ვიზიტებმა 4,6 მილიონს გადააჭარბა, რაც 2019 წელთან მიმართებით თითქმის 100%-იანი აღდგენაა. პანდემიის შემდგომ წლებში დინამიკა ყოველწლიურად იყო მზარდი, საქართველოში ტურიზმის სექტორი აღდგენის პროცესში იყო, თუმცა 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, მით უფრო იმ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონშია“,- აღნიშნა ომიაძემ.
ТBC Capitаl: საქართველოში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები ჩამორჩება მსოფლიო მონაცემებს >>
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გრძელდება აქტიური კამპანიები ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე ახალ ტურისტულ ბაზრებზე ინდოეთსა და ჩინეთში, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს კამპანიებს, გამოფენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, ამას მუდმივი სახე აქვს და თავისი შედეგი მოაქვს. ვფიქრობ 2024 წელი ბევრად წარმატებული იქნება და 2019 წელთან შედარებით როგორც ტურისტული ვიზიტებიდან, ასევე შემოსავლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა ომიაძემ.
ახალი რეკორდი - ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა წელიწადში 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა >>
საქართველოში 2023 წელს უცხოელებმა საერთო ჯამში დაახლოებით 12,9 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 20,5%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან,
საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯებმა საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 8,1%-ით შემცირდა და 2097,4 ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0