https://sputnik-georgia.com/20240210/tbc-capital-saqartvelosi-turizmis-ardgenis-macveneblebi-camorceba-msoflio-monacemebs-286233927.html
ТBC Capitаl: საქართველოში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები ჩამორჩება მსოფლიო მონაცემებს
ТBC Capitаl: საქართველოში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები ჩამორჩება მსოფლიო მონაცემებს
Sputnik საქართველო
ТBC Capitаl-ის მონაცემებით, 2023 წელს მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 10.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-10T11:20+0400
2024-02-10T11:20+0400
2024-02-10T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822692_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_9d61ff0e822f232a085e2507d504ca77.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტურისტული მაჩვენებლები ჩამორჩება მსოფლიო მაჩვენებელს და 2023 წელს 2019 წელთან შედარებით 80%-იანი აღდგენა დაფიქსირდა - მსოფლიოში ტურიზმი 2023 წელს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 88%-ით აღდგა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია ТBC Capitаl-ის კვლევაში.კომპანიის შეფასებით, რეგიონის არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა შესამჩნევ გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში. თუმცა, არსებობს მოთხოვნის შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი.რაც შეეხება ტურიზმის ზრდას საქართველოში, ანალიტიკოსები აღნიშნავენ ვიზიტორთა ნაკადის ძლიერ აღდგენას 2019 წელთან მიმართებით თურქეთიდან და ისრაელიდან ჩამოსულ ვიზიტორთა ხარჯზე.ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ძლიერი აღდგენა დაფიქსირდა 2023 წელს და 2019 წელთან შედარებით 87%-ს მიაღწია, აღნიშნავენ ანალიტიკოსები.„მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემდგომი ზრდა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია 2024 წლიდან თბილისიდან ახალი პირდაპირი რეისების დამატება ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნულია კვლევაში.ТBC Capitаl-ის მონაცემებით, 2023 წელს მაღალბიუჯეტიანმა სასტუმროებმა მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს და მიაღწიეს დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტს - 58%-ს, რაც 8 პროცენტული პუნქტით ზრდაა 2022 წელთან შედარებით. 2024 წლისთვის მოსალოდნელია დატვირთულობის მაჩვენებლის 4%-იანი ზრდა.რაზე ხარჯავდნენ ფულს უცხოელები 2023 წელს საქართველოში - ახალი სტატისტიკა>>გარდა ამისა, სასტუმროს ოთახის საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) აღდგა დიდ სასტუმროებში და 3%-ით აჭარბებს 2019 წლის დონეს.„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს 2023 წელს 7,1 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 30,3%-ით მეტია.ამასთან, 15 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვიზიტების რიცხვია 6,2 მლნ, რაც 2022 წლის მონაცემზე 31,2%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 5,1 მლნ შეადგინა. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 4,7 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემზე 27,8%–ით მეტია.ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია. მას მოსდევს თურქეთი (21,4% წილი) და სომხეთი (13,5%). რუსმა ტურისტებმა გასულ წელს 1,42 მილიონი ვიზიტი განხორციელეს, თურქეთიდან - 1,4 მილიონი, სომხეთიდან - 965,5 ათასი ვიზიტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822692_322:0:3051:2047_1920x0_80_0_0_063190f9390de65cacb586bbd3004c11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ТBC Capitаl: საქართველოში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები ჩამორჩება მსოფლიო მონაცემებს
ТBC Capitаl-ის მონაცემებით, 2023 წელს მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტურისტული მაჩვენებლები ჩამორჩება მსოფლიო მაჩვენებელს და 2023 წელს 2019 წელთან შედარებით 80%-იანი აღდგენა დაფიქსირდა - მსოფლიოში ტურიზმი 2023 წელს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 88%-ით აღდგა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია ТBC Capitаl-ის კვლევაში.
კომპანიის შეფასებით, რეგიონის არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა შესამჩნევ გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში. თუმცა, არსებობს მოთხოვნის შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი.
რაც შეეხება ტურიზმის ზრდას საქართველოში, ანალიტიკოსები აღნიშნავენ ვიზიტორთა ნაკადის ძლიერ აღდგენას 2019 წელთან მიმართებით თურქეთიდან და ისრაელიდან ჩამოსულ ვიზიტორთა ხარჯზე.
„თუმცა, 2023 წლის მეოთხე კვარტალში ისრაელიდან ტურისტული ნაკადის კლების ტენდენცია შეინიშნება. ეს კლება განპირობებული იყო პალესტინასა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტით. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემდგომი შემცირება 2024 წელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ძლიერი აღდგენა დაფიქსირდა 2023 წელს და 2019 წელთან შედარებით 87%-ს მიაღწია, აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
„მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემდგომი ზრდა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია 2024 წლიდან თბილისიდან ახალი პირდაპირი რეისების დამატება ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნულია კვლევაში.
ТBC Capitаl-ის მონაცემებით, 2023 წელს მაღალბიუჯეტიანმა სასტუმროებმა მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს და მიაღწიეს დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტს - 58%-ს, რაც 8 პროცენტული პუნქტით ზრდაა 2022 წელთან შედარებით. 2024 წლისთვის მოსალოდნელია დატვირთულობის მაჩვენებლის 4%-იანი ზრდა.
გარდა ამისა, სასტუმროს ოთახის საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) აღდგა დიდ სასტუმროებში და 3%-ით აჭარბებს 2019 წლის დონეს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს 2023 წელს 7,1 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 30,3%-ით მეტია.
ამასთან, 15 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვიზიტების რიცხვია 6,2 მლნ, რაც 2022 წლის მონაცემზე 31,2%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 5,1 მლნ შეადგინა. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 4,7 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემზე 27,8%–ით მეტია.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია. მას მოსდევს თურქეთი (21,4% წილი) და სომხეთი (13,5%). რუსმა ტურისტებმა გასულ წელს 1,42 მილიონი ვიზიტი განხორციელეს, თურქეთიდან - 1,4 მილიონი, სომხეთიდან - 965,5 ათასი ვიზიტი.