რაზე ხარჯავდნენ ფულს უცხოელები 2023 წელს საქართველოში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
2023 წელს საქართველოში ერთი მოგზაურობის დროს უცხოელის ხარჯებმა საშუალოდ 2106 ლარი შეადგინა
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოში 2023 წელს უცხოელებმა საერთო ჯამში დაახლოებით 12,9 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 20,5%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, ამ თანხის დიდი ნაწილი იხარჯება განთავსებაზე და საყიდლებზე, ასევე კვებაზე და სასმელებზე.
უცხოელების ხარჯები საქართველოში 2023 წელს

ხარჯის სახეობა

ხარჯები, მლნ ლარი

წილი ხარჯებში, %

განთავსება

4 712,9

36,4

საყიდლები

1 026,0

23,4

საკვები და სასმელი

2 797,5

21,6

გართობა

1 300,9

10,0

ადგილობრივი ტრანსპორტი

943,4

7,3

სხვა

163,7

1,3

საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯებმაა საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 8,1%-ით შემცირდა და 2097,4 ლარი (785 დოლარი) შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს ეწვივნენ 7,1-ჯერ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ამასთან, 15 წელზე უფროსი ასაკის პირების ვიზიტების რაოდენობამ 6,2 მილიონი შეადგინა, რაც 31,2%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, თავად ვიზიტორთა რაოდენობამ 5,1 მილიონი შეადგინა. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,7 მილიონი შეადგინა, რაც 27,8%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0