https://sputnik-georgia.com/20240212/saqartvelosi-piradi-cxovrebis-xelyofis-braldebit-mamakaci-daakaves-286278920.html
საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებული ურთიერთობაში იყო დაქორწინებულ ქალთან, რომელსაც ტელეფონზე ფარულად გადაუღო ინტიმური ხასიათის ვიდეო და შემდეგ... 12.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-12T23:31+0400
2024-02-12T23:31+0400
2024-02-12T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ადამიანის უფლებები საქართველოში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_0:50:1280:770_1920x0_80_0_0_38f5c1d6d70d63f077dced18bce72c76.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავეს, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა.დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_94:0:1187:820_1920x0_80_0_0_12dd7660c2dc1003007fee2e5ee961b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ადამიანის უფლებები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ადამიანის უფლებები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებული ურთიერთობაში იყო დაქორწინებულ ქალთან, რომელსაც ტელეფონზე ფარულად გადაუღო ინტიმური ხასიათის ვიდეო და შემდეგ ვიდეოჩანაწერის გავრცელებით აშანტაჟებდა
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავეს, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო.
ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.