რამდენი ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს ქვეყანაში? მონაცემები განახლდა

© Batumi City Hall საბავშვო ბაღი
 საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
ამ ეტაპზე თბილისში 188 საჯარო ბაგა-ბაღია, სადაც 60 ათასამდე ბავშვი ირიცხება
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით 2023-2024 სასწავლო წელს 1.708 საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც 141.324 აღსაზრდელი ირიცხება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეყანაში არსებულ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში მთლიანობაში დასაქმებულია 17.620 აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/ აღმზრდელის თანაშემწე/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოქმედ 188 საჯარო ბაგა-ბაღში 52.945 აღსაზრდელი ირიცხება. რაც შეეხება აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, მათი რაოდენობა 6.011-ია.
თბილისის საჯარო ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 15%-ით იზრდება>>>
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე მეტი - 308 საჯარო საბავშვო ბაღი იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებს, სადაც 17.729 აღსაზრდელი და სხვადასხვა სტატუსის 2 .707 პედაგოგი მუშაობს.
ყველაზე ნაკლები საბავშვო ბაღი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. ოფიციალური მონაცემებით, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში არსებულ 49 საჯარო საბავშვო ბაღში 800 აღსაზრდელი ირიცხება, სხვადასხვა სტატუსის დასაქმებულ პედაგოგთა რაოდენობა კი, 185-ია.
ყველა ახალი ამბავი
0