პოლიციამ ავლაბარში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი - 37 და 39 წლის პირები ცხელ კვალზე დააკავა. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
ინციდენტი ავლაბარში 11 თებერვლის საღამოს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული უთანხმოების ნიადაგზე ბრალდებულებმა ნაცნობზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი იგი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0