https://sputnik-georgia.com/20240212/okaces-kanioni-vizitorebistvis-daiketa-286256092.html
ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის დაიკეტა
ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის დაიკეტა
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს კანიონი დამთვალიერებლების მიღებას 12.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-12T11:51+0400
2024-02-12T11:51+0400
2024-02-12T11:51+0400
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/76/241617658_0:217:1242:916_1920x0_80_0_0_e55d3f4e18a8df0b5db0fb377193faa1.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ოკაცეს კანიონმა ტექნიკური სამუშაოების გამო 12 თებერვლიდან ვიზიტორების მიღება დროებით შეწყვიტა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.სააგენტოში არ დაუზუსტებიათ, კანიონი როდის განაახლებს მუშაობას.ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია.2011 წელს ოკაცეს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/76/241617658_218:269:1081:916_1920x0_80_0_0_9247dec838d6af62af55e40461cd6936.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის დაიკეტა
ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს კანიონი დამთვალიერებლების მიღებას
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ოკაცეს კანიონმა ტექნიკური სამუშაოების გამო 12 თებერვლიდან ვიზიტორების მიღება დროებით შეწყვიტა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოში არ დაუზუსტებიათ, კანიონი როდის განაახლებს მუშაობას.
ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია.
2011 წელს ოკაცეს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.
განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.