https://sputnik-georgia.com/20240212/brzola-xetyis-ukanono-wrastan-ramdeni-saxerxi-daluqes-ianvarsi-286253784.html
ბრძოლა ხეტყის უკანონო ჭრასთან საქართველოში: რამდენი სახერხი საამქრო დალუქეს იანვარში
ბრძოლა ხეტყის უკანონო ჭრასთან საქართველოში: რამდენი სახერხი საამქრო დალუქეს იანვარში
Sputnik საქართველო
სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 12.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-12T10:10+0400
2024-02-12T10:10+0400
2024-02-12T10:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
სამეგრელო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281234250_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_1cd32be2e76e27849987af6ad408bdb0.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2024 წლის იანვარში აჭარასა და სამეგრელოში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ერთი უკანონო სახერხი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში (კლდისუბანი) დალუქეს. მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი.2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია ტყეები დასავლეთ საქართველოში. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ბატონობს ფოთლოვანი ხეები - მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვა. ამ ხეების ჩრდილში იზრდება როდოდენდრონი, წყავი, ბზა, კოლხური ბაძგი, კავკასიური მოცვი და სხვ.
საქართველო
აჭარა
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281234250_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_3e78446a20ba0960a8e1edf5523a7b83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , სამეგრელო , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , სამეგრელო , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ბრძოლა ხეტყის უკანონო ჭრასთან საქართველოში: რამდენი სახერხი საამქრო დალუქეს იანვარში
სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2024 წლის იანვარში აჭარასა და სამეგრელოში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთი უკანონო სახერხი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში (კლდისუბანი) დალუქეს. მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი.
2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია ტყეები დასავლეთ საქართველოში. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ბატონობს ფოთლოვანი ხეები - მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვა. ამ ხეების ჩრდილში იზრდება როდოდენდრონი, წყავი, ბზა, კოლხური ბაძგი, კავკასიური მოცვი და სხვ.