https://sputnik-georgia.com/20240212/----------286271658.html
როდის შეძლებს ანაკლიის პორტი პირველი ტვირთის მიღებას: ვიცე-პრემიერის მოსაზრება
როდის შეძლებს ანაკლიის პორტი პირველი ტვირთის მიღებას: ვიცე-პრემიერის მოსაზრება
Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროექტზე მუშაობა თანმიმდევრულად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 12.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-12T19:12+0400
2024-02-12T19:12+0400
2024-02-12T19:12+0400
საქართველო
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24611/88/246118827_0:23:1591:918_1920x0_80_0_0_e97f162e58e5cd90b20792c9c3cbc17f.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ვარაუდით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველი ტვირთის მიღებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნიდან 3-4 წელში შეძლებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო 51%-ს ფლობდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე კერძო ინვესტორების წინადადებების წარმოდგენა მაისში დასრულდება, გამარჯვებული კი წლის ბოლომდე გამოვლინდება. მოგვიანებით ვადამ 2024 წლის თებერვლამდე გადაიწია.მისი თქმით, პროექტზე მუშაობა თანმიმდევრულად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.„შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის შესაბამისად, იმ კვლევების საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყვნენ ყველაზე წამყვანი საექსპერტო კომპანიები“, - განაცხადა დავითაშვილმა.როგორც გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტ-აპრილში დაიწყება. სულ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 70 მლნ ლარი გამოიყოფა. 2024 წელს 50 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებმას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.ანაკლიის პორტის მშენებლობაზე განაცხადების წარმოდგენა მაისში დასრულდება>>>„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავაანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24611/88/246118827_168:0:1423:941_1920x0_80_0_0_82f94a782787fae89e71bd5de36394e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
როდის შეძლებს ანაკლიის პორტი პირველი ტვირთის მიღებას: ვიცე-პრემიერის მოსაზრება
ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროექტზე მუშაობა თანმიმდევრულად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ვარაუდით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველი ტვირთის მიღებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნიდან 3-4 წელში შეძლებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო 51%-ს ფლობდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე კერძო ინვესტორების წინადადებების წარმოდგენა მაისში დასრულდება, გამარჯვებული კი წლის ბოლომდე გამოვლინდება. მოგვიანებით ვადამ 2024 წლის თებერვლამდე გადაიწია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2027-2028 წლების ბოლოს ჩვენ ახალი ინფრასტრუქტურა გვექნება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთი მივიღოთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, პროექტზე მუშაობა თანმიმდევრულად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის შესაბამისად, იმ კვლევების საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყვნენ ყველაზე წამყვანი საექსპერტო კომპანიები“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტ-აპრილში დაიწყება. სულ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 70 მლნ ლარი გამოიყოფა. 2024 წელს 50 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.