თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიამოღებული იარაღი
ამოღებული იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2024
გამოწერა
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს, 1 კი ამხილეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიასა და კახეთში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 29-დან 80 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, ცივი იარაღი, სანადირო თოფი, ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, ტყვიამფრქვევი, ავტომატი, მჭიდები და ვაზნები.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0