ქართველმა მორაგბეებმა ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს

© Georgia Rugby Unionრაგბი. საქართველო-რუმინეთი
რაგბი. საქართველო-რუმინეთი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2024
გამოწერა
„ლელოს“ მომდევნო შეხვედრას „ავჭალის“ სტადიონზე 17 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისში ნიდერლანდების ნაკრები ბონუს ქულით 31:10 დაამარცხა.
ეს იყო ახალი წლის პირველი მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ახალი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით ჩაატარა და ინგლისელი სპეციალისტის საშინაო დებიუტიც წარმატებული გამოდგა.
თამაში ნიდერლანდელებმა აქტიურად დაიწყეს და ზუსტად შეასრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიშიც გახსნეს – 3:0.
საქართველოს რაგბის ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი გაწვრთნის>>
საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს ცოტა მღელვარება ეტყობოდათ, მაგრამ შემდგომში თამაში თანდათან გამოასწორეს და მე-20 წუთიდან უპირატესობას დაეუფლნენ და ტაიმის ბოლომდე ორი გარდასახული ლელოთი მოახერხეს დაწინაურება. თამაშის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 14:3 მოიგო.
მეორე ნახევარი კი „ბორჯღალოსნების“ სრული უპირატესობით წარიმართა – ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმში სამი ლელოს დადება მოახერხეს, აქედან ორი გიორგი კვესელაძის ანგარიშზეა.
მატჩის ბოლო წუთებში ნიდერლანდელებმა დიდი ძალებით შეუტიეს საქართველოს ნაკრებს და სხვაობის შემცირება შეძლეს.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვება აქვს. „ლელოს“ მომდევნო შეხვედრას თბილისში ჩაატარებს – 17 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ. შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 16 საათზე გაიმართება.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი იმავე სქემით ჩატარდება, როგორც გასულ წელს. რვა გუნდი გაყოფილია ორ ჯგუფად. თითოეული კვარტეტიდან ორი უძლიერესი გუნდი ნახევარფინალში გავა და თასისთვის იბრძოლებს.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემადგენლობა:
A ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, ჰოლანდია, გერმანია;
B ჯგუფი: პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია, პოლონეთი.
ნახევარფინალური მატჩები 2-3 მარტს არის დაგეგმილი, ევროპის ჩემპიონატის ფინალი 17 მარტს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0