https://sputnik-georgia.com/20240118/saqartvelos-ragbis-nakrebis-ingliseli-specialisrti-gawvrtnis-285738726.html
საქართველოს რაგბის ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი გაწვრთნის
საქართველოს რაგბის ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი გაწვრთნის
Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის კავშირმა ახალ მწვრთნელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T22:00+0400
2024-01-18T22:00+0400
2024-01-19T03:18+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285736538_0:22:1046:610_1920x0_80_0_0_2b3cce2565d397f45f8263dfff882004.jpg
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულ გუნდს ინგლისელი მწვრთნელი, 52 წლის რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან მაისაშვილმა პოსტი საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების წარუმატებელი გამოსვლიდან მალევე დატოვა. საფრანგეთში თამაშების შემდეგ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-11-დან მე-14 ადგილზე ჩამოქვეითდა. ქართველმა მორაგბეებმა ოთხი მატჩიდან სამი წააგეს. მაისაშვილი 2020 წლიდან იყო ნაკრების და ასევე ფრენჩაიზი „შავი ლომის“ მწვრთნელი.საქართველოს რაგბის კავშირმა ახალ მწვრთნელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პარალელურად, კოკერილი იქნება პირველი ქართული ფრენჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელი.კოკერილი ფრანგული კლუბ „მონპელიეს“ მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის დასაწყისში დაინიშნა. მალევე გაათავისუფლეს საფრანგეთის ჩემპიონატში (TOP 14) წარუმატებელი თამაშის გამო.კოკერელმა მწვრთნელობა 2005 წელს დაიწყო. „მონპელიეში“ დანიშვნამდე ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285736538_53:109:994:815_1920x0_80_0_0_7d726903a929d75eabd3a9b1ee9487a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველოს რაგბის ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი გაწვრთნის
22:00 18.01.2024 (განახლებულია: 03:18 19.01.2024) საქართველოს რაგბის კავშირმა ახალ მწვრთნელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულ გუნდს ინგლისელი მწვრთნელი, 52 წლის რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან მაისაშვილმა პოსტი საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების წარუმატებელი გამოსვლიდან მალევე დატოვა. საფრანგეთში თამაშების შემდეგ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-11-დან მე-14 ადგილზე ჩამოქვეითდა. ქართველმა მორაგბეებმა ოთხი მატჩიდან სამი წააგეს. მაისაშვილი 2020 წლიდან იყო ნაკრების და ასევე ფრენჩაიზი „შავი ლომის“ მწვრთნელი.
საქართველოს რაგბის კავშირმა ახალ მწვრთნელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პარალელურად, კოკერილი იქნება პირველი ქართული ფრენჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელი.
კოკერილი ფრანგული კლუბ „მონპელიეს“ მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის დასაწყისში დაინიშნა. მალევე გაათავისუფლეს საფრანგეთის ჩემპიონატში (TOP 14) წარუმატებელი თამაშის გამო.
კოკერელმა მწვრთნელობა 2005 წელს დაიწყო. „მონპელიეში“ დანიშვნამდე ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელი იყო.