https://sputnik-georgia.com/20240210/geologebi-stiqiuri-ubedurebis-zonasi-musaobas-agrzeleben-286239353.html
გეოლოგები სტიქიური უბედურების ზონებში მუშაობას აგრძელებენ
გეოლოგები სტიქიური უბედურების ზონებში მუშაობას აგრძელებენ
Sputnik საქართველო
სპეციალისტები მუშაობენ აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში 10.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-10T21:01+0400
2024-02-10T21:01+0400
2024-02-10T21:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
სტიქიური მოვლენები
აჭარა
იმერეთი
ქართლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/07/286168128_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_84ed4eda976d3b61b60ba536cabde642.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა რვა ჯგუფი საქართველოში სტიქიური უბედურების ზონაში რჩება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.საქართველოში ბოლო დღეებში სტიქიური უბედურებით გამოწვეული რამდენიმე ტრაგედია მოხდა: 6 და 7 თებერვალს აჭარასა და იმერეთში მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა.უწყების ცნობით, ოთხი ჯგუფი – აჭარაში, სამი – იმერეთში და ერთი შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.სააგენტოს შეფასებით, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება.სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
საქართველო
აჭარა
იმერეთი
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/07/286168128_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_84a71657159e0ab2a3dcbbedb8fd7133.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური მოვლენები, აჭარა , იმერეთი , ქართლი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური მოვლენები, აჭარა , იმერეთი , ქართლი
გეოლოგები სტიქიური უბედურების ზონებში მუშაობას აგრძელებენ
სპეციალისტები მუშაობენ აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა რვა ჯგუფი საქართველოში სტიქიური უბედურების ზონაში რჩება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქიური უბედურებით გამოწვეული რამდენიმე ტრაგედია მოხდა: 6 და 7 თებერვალს აჭარასა და იმერეთში მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა.
უწყების ცნობით, ოთხი ჯგუფი – აჭარაში, სამი – იმერეთში და ერთი შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.
სააგენტოს შეფასებით, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება.
„6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.