საქართველოს ახალმა პრემიერმა მინისტრების დანიშვნის ბრძანება გამოსცა
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ შემოთავაზებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 მინისტრის და ერთი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნის შესახებ ბრძანებებს მოაწერა ხელი, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ნდობა გამოუცხადა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ შემოთავაზებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 9 თებერვალს მოაწერა, რის შემდეგაც კობახიძე ოფიციალურად მთავრობის მეთაური გახდა.
ახალი მინისტრები გახდნენ:
თეა წულუკიანი - საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
ლევან დავითაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
რატი ბრეგაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ვახტანგ გომელაური - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის მინისტრი
ოთარ შამუგია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
გიორგი ამილახვარი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ზურაბ აზარაშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თეა ახვლედიანი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.