კობახიძე: ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი გროსმაისტერია

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
ივანიშვილი მმართველი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველია
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის რჩევები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც პოლიტიკაში იგი არის ნამდვილი გროსმაისტერი და შეუძლია წინასწარ გათვალოს 20 სვლა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა. ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში და არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ მე კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. ამიტომაც მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ის ცვლილებებიც გაიხსენა, რომელიც მმართველი პარტიის წესდებაში შევიდა. „ქართული ოცნების“ განახლებული წესდების მიხედვით, საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი.
„ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კობახიძემ.
რა როლს შეასრულებს ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში? „ქართული ოცნების" ლიდერის განმარტება>>>
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, გუნდის შიგნით გამოიგონი დაპირისპირება“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით იგი აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და შეასრულოს სიმძიმის ცენტრის მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0