https://sputnik-georgia.com/20240209/kobaxidze-briuselshi-gaemgzavreba-286209644.html
პრემიერი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
პრემიერი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
Sputnik საქართველო
ახალი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T13:11+0400
2024-02-09T13:11+0400
2024-02-09T15:30+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბრიუსელი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286037484_0:145:1280:866_1920x0_80_0_0_a2c2324d9422ba70dd9ac6e529885386.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ირაკლი კობახიძე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში გაემგზავრება. ბელგიის დედაქალაქში პრემიერის ვიზიტი 20-21 თებერვალს განხორციელდება.8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.როგორც ადრე კობახიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი მთავარი მიზანი იქნება დასახული ამოცანების შესრულება - ევროკავშირში ინტეგრაცია, სიღარიბესთან ბრძოლა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილებები დააანონსა და მთავრობის პირველი სხდომა 12 თებერვალს ჩანიშნა.ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.
საქართველო
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286037484_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c3871de12ff40bc76aa464d3e594e2a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბრიუსელი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბრიუსელი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
პრემიერი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
13:11 09.02.2024 (განახლებულია: 15:30 09.02.2024) ახალი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ირაკლი კობახიძე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში გაემგზავრება.
ბელგიის დედაქალაქში პრემიერის ვიზიტი 20-21 თებერვალს განხორციელდება.
8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„პრინციპში, ბრიუსელში ვიზიტი უკვე დაგეგმილია 20-21 თებერვლისთვის. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატოს. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდება ბრიუსელში“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც ადრე კობახიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი მთავარი მიზანი იქნება დასახული ამოცანების შესრულება - ევროკავშირში ინტეგრაცია, სიღარიბესთან ბრძოლა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილებები დააანონსა და მთავრობის პირველი სხდომა 12 თებერვალს ჩანიშნა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.