https://sputnik-georgia.com/20240209/erdorani-kobaxizis-mtavorbis-pirobebsi-mogobroba-cven-qveynebs-soris-ufro-gamtkicdeba-286227676.html
ერდოღანი: კობახიძის მთავრობის პირობებში მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო გამტკიცდება
ერდოღანი: კობახიძის მთავრობის პირობებში მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო გამტკიცდება
Sputnik საქართველო
საქართველო თურქეთის არა მხოლოდ მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორია, აღნიშნა ერდოღანმა. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T21:31+0400
2024-02-09T21:31+0400
2024-02-09T21:31+0400
პოლიტიკა
საქართველო
თურქეთი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1c/283748726_0:0:3037:1708_1920x0_80_0_0_5abf9ec163db7d204a78763af22595fe.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის მომავალში კიდევ უფრო გამტკიცდება ყველა სფეროში საქართველოს ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ძალისხმევის წყალობით, ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ოფიციალურ წერილში.ერდოღანმა კობახიძეს თურქი ხალხისა და პირადად თავისი სახელით ახალი თანამდებობა მიულოცა და საქართველოს თურქეთის მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.მან კობახიძეს ჯანმრთელობა, ხოლო ქართველებს ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.ალიევმა და კობახიძემ მილოცვები ტელეფონით გაცვალეს>>საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა და პარტიას ჩაუდგა სათავეში.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1c/283748726_13:0:2744:2048_1920x0_80_0_0_028f38b6cb3636bf65889399f36e50c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, თურქეთი , ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა, საქართველო, თურქეთი , ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ერდოღანი: კობახიძის მთავრობის პირობებში მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო გამტკიცდება
საქართველო თურქეთის არა მხოლოდ მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორია, აღნიშნა ერდოღანმა.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის მომავალში კიდევ უფრო გამტკიცდება ყველა სფეროში საქართველოს ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ძალისხმევის წყალობით, ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ოფიციალურ წერილში.
ერდოღანმა კობახიძეს თურქი ხალხისა და პირადად თავისი სახელით ახალი თანამდებობა მიულოცა და საქართველოს თურქეთის მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.
„აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედისმომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში“, – ნათქვამია ერდოღანის წერილში.
მან კობახიძეს ჯანმრთელობა, ხოლო ქართველებს ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“, – აღნიშნულია წერილში.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა და პარტიას ჩაუდგა სათავეში.