https://sputnik-georgia.com/20240209/bakuriani-ski-krosis-disciplinasi-msoflio-tasis-etaps-umaspinzlebs-286224814.html
ბაკურიანი სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს
ბაკურიანი სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ღონისძიებაში სპორტსმენები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T19:58+0400
2024-02-09T19:58+0400
2024-02-09T19:58+0400
სპორტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251105633_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_09aaa701cb185e2951509e6078b8c7a2.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში 10-11 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით დავით თედიაშვილი გამოვა, საშეჯიბრო ტრასას კი ქართველი ათლეტები - ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი გახსნიან.საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრების დირექტორი კლაუს ვალდნერი და ტექნიკური დელეგატი ანდრეას გიორლიხი. შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება.უწყების ცნობით, გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.გუდაური სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს>>„წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა”, - აღნიშნავენ სამინისტროში.ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251105633_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e5544012955766357b4a97bcb6dbe7b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
ბაკურიანი სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს
საერთაშორისო ღონისძიებაში სპორტსმენები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში 10-11 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით დავით თედიაშვილი გამოვა, საშეჯიბრო ტრასას კი ქართველი ათლეტები - ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი გახსნიან.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრების დირექტორი კლაუს ვალდნერი და ტექნიკური დელეგატი ანდრეას გიორლიხი. შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება.
„საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს მოგულსა და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში. შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით”, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.
„წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა”, - აღნიშნავენ სამინისტროში.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.