გუდაური სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
გამოწერა
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „მთის ტრასების სააგენტოსა" და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. გუდაური სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სპორტული შეჯიბრება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება, 3-4 თებერვალს გაიმართება.
ტურნირში მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს და პირდაპირი ტრანსლაცია 15-მდე ქვეყანაში გადაიცემა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „მთის ტრასების სააგენტოსა" და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0