https://sputnik-georgia.com/20240208/subari-prezidentis-gamosvla-parlamentshi-iyo-ucxouri-agentis-gamosvla-286197146.html
სუბარი: ეს იყო პარლამენტში არა პრეზიდენტის, არამედ უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა
სუბარი: ეს იყო პარლამენტში არა პრეზიდენტის, არამედ უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილმა საქართველოს მიმართ არაერთხელ გამოავლინა თავისი მტრული დამოკიდებულება 08.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-08T19:38+0400
2024-02-08T19:38+0400
2024-02-08T19:38+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_0:24:1500:868_1920x0_80_0_0_505cbe135c99d756c84d348b12a7e606.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური გამოსვლა იყო არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის დიდი ნაწილი მიუძღვნა ხელისუფლების კრიტიკას და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გზით ცვლილებების აუცილებლობას. ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა, რომლის წყალობითაც იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, უკვე რამდენიმე წელია დაძაბულია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს „რადიკალური ოპოზიციის“ შემადგენელ ნაწილს უწოდებს.დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და არამარტო ისინი არც თუ ისე შორს იყვნენ სიმართლისგან, როცა ამბობდნენ, რომ იგი (ზურაბიშვილი - რედ.) აგენტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუბარის თქმით, არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ასე მტრობდეს ქვეყანას.„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აბსოლუტურად შეგნებულად, გაცნობიერებულად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის ქვეყნის მტრობა. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი დადის უცხოეთში, ან საქართველოში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის ქვეყნის მტრობა", - განაცხადა სუბარმა.საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტიასალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.პრეზიდენტმ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.მწვავედ ყველა თემაზე - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლა საქართველოს პარლამენტში>>>მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_108:26:1231:868_1920x0_80_0_0_68158514d3ad55bdd6b2f38d961afb67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
სუბარი: ეს იყო პარლამენტში არა პრეზიდენტის, არამედ უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილმა საქართველოს მიმართ არაერთხელ გამოავლინა თავისი მტრული დამოკიდებულება
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური გამოსვლა იყო არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის დიდი ნაწილი მიუძღვნა ხელისუფლების კრიტიკას და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გზით ცვლილებების აუცილებლობას. ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა, რომლის წყალობითაც იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, უკვე რამდენიმე წელია დაძაბულია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს „რადიკალური ოპოზიციის“ შემადგენელ ნაწილს უწოდებს.
„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ქვეყნის საწინააღმდეგო, მტრული გამოსვლა. ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ეს იყო უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა", - განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და არამარტო ისინი არც თუ ისე შორს იყვნენ სიმართლისგან, როცა ამბობდნენ, რომ იგი (ზურაბიშვილი - რედ.) აგენტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუბარის თქმით, არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ასე მტრობდეს ქვეყანას.
„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აბსოლუტურად შეგნებულად, გაცნობიერებულად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის ქვეყნის მტრობა. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი დადის უცხოეთში, ან საქართველოში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის ქვეყნის მტრობა", - განაცხადა სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.