https://sputnik-georgia.com/20240208/sasikvdilo-mewyeri-bagdatshi-ert-adamians-am-dromde-ezeben-286182271.html
სასიკვდილო მეწყერი ბაღდათში: სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამე მიმდინარეობდა
სასიკვდილო მეწყერი ბაღდათში: სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამე მიმდინარეობდა
Sputnik საქართველო
სამ დღეში რაიონში მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგინა 08.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-08T10:47+0400
2024-02-08T10:47+0400
2024-02-08T11:14+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ბუნებრივი კატასტროფები
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/07/286168618_234:334:1489:1040_1920x0_80_0_0_6967003a2d2cc12a654d71f126940517.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სადაც 7 თებერვალს ღამით მეწყერი ჩამოწვა, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, რვა დაიღუპა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/07/286168618_387:325:1341:1040_1920x0_80_0_0_d378a3148129b7018aa7617ed8746bbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ბუნებრივი კატასტროფები, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ბუნებრივი კატასტროფები, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
სასიკვდილო მეწყერი ბაღდათში: სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამე მიმდინარეობდა
10:47 08.02.2024 (განახლებულია: 11:14 08.02.2024) სამ დღეში რაიონში მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგინა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სადაც 7 თებერვალს ღამით მეწყერი ჩამოწვა, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, რვა დაიღუპა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.
რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.