ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გააქტიურდება

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, განაცხადეს ღვინის სააგენტოში
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,3% მოდის. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა და, ამასთან ერთად, აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს.
ხელისუფლება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2024 წელს 16 მლნ ლარს დახარჯავს >>
ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ.
ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
CNN-ის ეთერში ქართულ ღვინის შესახებ ვიდეორგოლები ტრიალებს>>
ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის გაზრდისთვის.
ქართული ღვინო 2023 წელს მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ჯამში, 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მუშაობს.
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, 2012 წელს კი ეს თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენდა.
გარდა ამისა, გასულ წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 168,3 მილიონი დოლარის ღირებულების 62,3 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 4,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0