აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამით ყველა ბენეფიციარი ისარგებლებს

CC BY 2.0 / Jesper Sehested / Autismაუტიზმი
აუტიზმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის 10 ცენტრი ფუნქციონირებს
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. აუტიზმის მქონე ბავშვების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ თბილისის მერიის შესაბამის პროგრამაში ჩართვას, მარტიდან კიდევ 250 ბენეფიციარით გაიზრდება, შესაბამისად დაფინანსების მომლოდინეთა რიგი აღარ იქნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
საუბარია თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაზე“. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მარტიდან თბილისის მერია 2,1 ათასი ბავშვისა და მოზარდისთვის აუცილებელ სეანსებს დააფინანსებს. ამ დროისთვის პროგრამით 1.850 ბავშვი სარგებლობს.
„მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს და შესაბამისად, მომლოდინეთა რიგი განულდება. ჩვენ აღარ გვეყოლება ბავშვი, მოზარდი, რომელიც მომლოდინეთა სიაში იქნება", - განაცხადა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 1,4 მლნ ლარით გაიზრდება.ლარით გაიზრდება - ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5,4 ათასი ლარია“, – განაცხადა კალაძემ.
ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის პარალელურად აღნიშნულ პროგრამას სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებიც დაემატება. მოზარდებსა და ბავშვებს ჯამში 10 ცენტრი მოემსახურება.
პროგრამის ფარგლებში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ.
პროგრამის დეტალები
პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე აუტიზმის მქონე პირებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია და სხვ.
2015 წელს, როდესაც პროგრამის განხორხციელება დაიწყო, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი სულ ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო.
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამა გაფართოვდა>>>
რამდენი ადამიანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე, უცნობია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რეგიონებში, სადაც მშობლებს რცხვენიათ საკუთარი შვილების გამოჩენა, ბევრს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული, რითია დაავადებული მათი შვილი და როგორ უნდა მოეპყრონ მათ.
2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტებმა აუტიზმით დაავადებული ბავშვების სწავლების ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც საპილოტე რეჟიმში თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა. აღნიშნული მოდელი მოიცავს სხვადასხვა დამხმარე საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას აუტიზმის მქონე მოსწავლეებში.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0