https://sputnik-georgia.com/20230403/autisturi-speqtris-bavsvebis-ganvitarebis-programa-gafartovda-276383615.html
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამა გაფართოვდა
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამა გაფართოვდა
Sputnik საქართველო
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ თითოეულ ბენეფიციარზე 4,8 ათასი ლარია გამოყოფილი. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T19:33+0400
2023-04-03T19:33+0400
2023-04-03T22:31+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276381722_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2948a8f0c899b280d7f9f1d521329349.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო.ჯამში ამ პროგრამით 1.850 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება. პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე ბავშვებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია და სხვ.თბილისის მერიის ცნობით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლს“ ეწვივნენ, სადაც პროგრამაში ჩართულ პირთა ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თერაპიული სეანსისთვის საჭირო ახალი სივრცეები დაათვალიერეს.„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი 7,3 მლნ ლარს შეადგენს.მუნიციპალიტეტის მერიამ აპრილიდან პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც გაზარდა და ერთი ბავშვის და მოზარდის ყოველთვიური დაფინანსება, 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარი გახდა.ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის პარალელურად გაიზარდა იმ დაწესებულებების რაოდენობაც, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ. ამ დროისათვის მერიის პროგრამაში ცხრა დაწესებულებაა ჩართული.აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.როგორ ეხმარება სახელმწიფო აუტისტური სპექტრის მქონე პირებს – პრემიერის წერილი>>რამდენი ადამიანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე, უცნობია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რეგიონებში, სადაც მშობლებს რცხვენიათ საკუთარი შვილების გამოჩენა, ბევრს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული, რითია დაავადებული მათი შვილი და როგორ უნდა მოეპყრონ მათ.2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276381722_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_1907f28cd1195ebd56593f536cf7360e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამა გაფართოვდა
19:33 03.04.2023 (განახლებულია: 22:31 03.04.2023) „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ თითოეულ ბენეფიციარზე 4,8 ათასი ლარია გამოყოფილი.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო.
ჯამში ამ პროგრამით 1.850 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება. პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე ბავშვებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია და სხვ.
თბილისის მერიის ცნობით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე რეაბილიტაციის ცენტრ „ფაზლს“ ეწვივნენ, სადაც პროგრამაში ჩართულ პირთა ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თერაპიული სეანსისთვის საჭირო ახალი სივრცეები დაათვალიერეს.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი 7,3 მლნ ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის მერიამ აპრილიდან პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც გაზარდა და ერთი ბავშვის და მოზარდის ყოველთვიური დაფინანსება, 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარი გახდა.
ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის პარალელურად გაიზარდა იმ დაწესებულებების რაოდენობაც, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ. ამ დროისათვის მერიის პროგრამაში ცხრა დაწესებულებაა ჩართული.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
რამდენი ადამიანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე, უცნობია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რეგიონებში, სადაც მშობლებს რცხვენიათ საკუთარი შვილების გამოჩენა, ბევრს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული, რითია დაავადებული მათი შვილი და როგორ უნდა მოეპყრონ მათ.
2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.