როგორ ეხმარება სახელმწიფო აუტისტური სპექტრის მქონე პირებს – პრემიერის წერილი

© Depositphotos.com / Chrupkaაუტიზმი
აუტიზმი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2023
გამოწერა
2 აპრილი მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ეს დღე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. სახელმწიფოს ვალია უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის განვითარების თანაბარი პირობები, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა. 2008 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
„დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს აღნიშნავს, სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები და გაზარდოს წვდომა იმ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, ვისაც სწორედ სახელმწიფოსგან სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართვა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, რაც ბოლო დროს სულ უფრო შესამჩნევი ხდება.
„ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის, განათლებისა თუ დასაქმების უფლებების დაცვაზე და ერთად შევქმნათ ყველასთვის უკეთესი გარემო“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია – გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
წყარო - საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0