სტენოგრამა ყალბია: კრემლში დაადასტურეს, რომ ტაკერმა უკვე აიღო ინტერვიუ პუტინისგან

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. შემიძლია დავადასტურო, რომ ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ვლადიმირ პუტინისგან ინტერვიუ აიღო, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
იმავდროულად კრემლის წარმომადგენელმა განმარტა, რატომ მისცა პუტინმა ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტს.
„[ტაკერს] დანარჩენებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ის არანაირად არ არის პრორუსულიდა არც პროუკრაინული, ის უფრო პროამერიკულია. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ის კონტრასტულად განსხვავდება ამ ტრადიციული ანგლოსაქსური მედიის პოზიციისგან“, − აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან კრემლის წარმომადგენელმა „ფეიკი“ უწოდა პუტინის ინტერვიუს სტენოგრამას, რომელიც დღეს ინტერნეტით გავრცელდა.
სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა სამშაბათს სოციალურ ქსელ X-ზე კრემლის კოშკებისა და მაცხოვრის ტაძრის ფონზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ მალე რუსეთის პრეზიდენტისგან ინტერვიუს აიღებდა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ინტერვიუს აღება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ამერიკელებმა აბსოლუტურად არ იციან, რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში.
აღსანიშნავია, რომ ტაკერის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც პუტინთან ინტერივიუს აანონსებდა, ამ დროისათვის თითქმის 70 მილიონი ნახვა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0