მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩემთვის სულერთია: კარლსონი პუტინთან ინტერვიუს გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობს

© photo: Sputnik / Alexei Danichev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოახლოებული ინტერვიუს გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, რადგან ეს ქვეყნის ღალატს არ ნიშნავს, განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა.

„რატომ უნდა ვიგრძნო თავი დამნაშავედ შეერთებული შტატების წინაშე, რომ თითქოს მოღალატე ვარ? რა, მარტო ამერიკა უნდა მიყვარდეს? მშვენიერ ქალაქში ვიმყოფები და ჩემთვის სულერთია“, − უთხრა ტაკერმა გამოცემა „იზვესტიას“.

მანამდე, სამშაბათს, კარლსონმა სოციალურ ქსელ X-ში კრემლის კოშკებისა და მაცხოვრის ტაძრის ფონზეგადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ მალე რუსეთის პრეზიდენტისგან ინტერვიუს აიღებს.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ინტერვიუს აღება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ამერიკელებმა აბსოლუტურად არ იციან, რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში.
ამასთან ტაკერმა თეთრი სახლიინტერვიუს ორჯერ ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა უარყო ჟურნალისტის ეს განცხადება.
არ გამოტოვოთ: მამაკაცი, რომელსაც ობამასთან სექსი ჰქონდა - ტაკერ კარლსონმა ინტერვიუ დააანონსა
აღსანიშნავია, რომ ტაკერის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც ამ დროისათვის დაახლოებით 58 მილიონი ნახვა აქვს, მის X-აკაუნტზე ხელმომწერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 11 553 976 კაცს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0