ერთ სულ მოსახლეზე ვენახების ფართობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა

© photo: Sputnik / Stringerყურძენი
ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) რეიტინგში ვენახების ფართობით აქართველო 47 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზეა.
ასოციაციის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 100 ადამიანზე 1,32 ჰექტარი ვენახი მოდის, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 132 კვადრატული მეტრი.
ვენახების ფართობის მიხედვით რეიტინგში პირველი ადგილი მოლდოვამ - 4 ჰექტარი - დაიკავა. მეორე ადგილზეა ესპანეთი 2 ჰექტარზე მეტი ფართობით, მესამე ადგილს კი პორტუგალია იკავებს - 100 ადამიანზე 1,89 ჰექტარი ფართობით.
მეღვინეობის ტრადიცია საქართველოში
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
ხელისუფლება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2024 წელს 16 მლნ ლარს დახარჯავს>>>
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0